გუტი უკვე ბეშიქთაშელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" გუტისთვის უკვე ყოფილი კლუბია. დღეს იგი პრესკონფერენციას ჩაატარებს, სადაც ოფიციალურად გამოაცხადებს სტამბულის "ბეშიქთაშში" გადასვლის ამბავს. მასთან ერთად, მადრიდულ პრესკონფერენციას "რეალის" გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანოც დაესწრება. ცნობისათვის, თურქულ კლუბთან გუტიმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, გუტის აქამდე მთელი კარიერა სამეფო კლუბში ჰქონდა გატარებული. "რეალის" ღირსებას იგი 1995 წლიდან მოყოლებული იცავდა. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი სწორედ ვალდანო იყო. გუტის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული.

"ბეშიქთაშს" კი გერმანელი ბერნდ შუსტერი წვრთნის, რომელიც "რეალში" 2007-08 წლების სეზონში მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული