ხაბი ალონსო: სიცოცხლის ბოლომდე "ლივერპულის" ფანი ვიქნები

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ, რომელიც ადრე "ლივერპულში" გამოდიოდა, აღნიშნა, რომ კვლავინდებურად მერსისაიდელთა გულშემატკივარი რჩება. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი ინგლისურ კლუბს უქომაგებს.

"კვლავინდებურად "ლივერპულის" გულშემატკივარი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები. ის ხუთი წელი, რომელიც "ლივერპულში" გავატარე, მუდამ ჩემს გულში დარჩება. "წითლებს" დღემდე დიდ პატივს ვცემ. იმედი მაქვს, ჩემი შვილისთვის "ლივერპულის" სიყვარულის ჩანერგვას შევძლებ, იმიტომ რომ ის ამ ქალაქში დაიბადა და მომავალში ამ გუნდის მატჩებს დაესწრება.

ბოლო დროს ევროპის ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ლივერპულმა" მოუმატა და პრემიერლიგაში პოზიციები გაიუმჯობესა. ახლა
კლუბში სტაბილურობა გამოჩნდა და იმედი მაქვს ისინი თამაშსაც სტაბილურად განაგრძობენ", - თქვა ხაბი ალონსომ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული