"ვილიარეალი" როსის შენარჩუნებას და ჯოვინკოს გადაბირებას გეგმავს

AutoSharing Option
"ვილიარეალი", რომლის რიგებში იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი გამოდის, გაძლიერებას აპენინის ნახევარკუნძულიდან კიდევ ერთი მოთამაშით, სებასტიან ჯოვინკოთი აპირებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანტონიო კორდონმა განაცხადა. ჯოვინკო "იუვენტუსს" ეკუთვნის, რომელმაც ნახევარმცველი იჯარით "პარმაში" გაუშვა.

"ჯოვინკო სათამაშო ხასიათით ჩვენთვის იდეალური ფეხბურთელია. თუ გუნდში როსის შენარჩუნებაც შევძელით, საგრძნობლად გავძლიერდებით. როსისთან თანამშრომლობა კლუბისთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. "ბარსელონას" მხრიდან მისით დაინტერესების ამბის არც უარყოფა შემიძლია, არც დადასტურება. ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, მაგრამ "ბარსა" საუკეთესო ფეხბურთელებით ყოველთვის ინტერესედება, როსი კი ერთ-ერთი მათგანია", - თქვა კორდონმა.


მომზადებულია Sky Sport 24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული