კატალონიური გუნდის ქომაგები ესპანეთის ჰიმნს ხშირად უსტვენენ, მაგრამ ფინალის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ ამჯერად ჰიმნი იმდენად ხმამაღლა იჟღერებს, რომ გულშემატკივრების ხმას ვერ გავიგებთ.
ესპანეთის ჰიმნს მატჩის დაწყებამდე სამი წუთით ადრე ჩართავენ, როდესაც სტადიონზე ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები გამოჩნდებიან. ხმის სიძლიერის ხარისხი 120 დეციბალს შეადგენს. ეს მფრინავი თვითმფრინავის გამოცემული ხმის ტოლფასია და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.
ესპანეთის თასის ფინალი 20 აპრილს ვალენსიაში, სტადიონ "მესტალიაზე" შედგება.
16 აპრილს