კანუტემ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"სევილიას" ფორვარდმა ფრედერიკ კანუტემ ვარჯიში განაახლა. მას ორი კვირა გაუცდა. ლუიშ ფაბიანოს ბრაზილიაში წასვლის გამო გრეგორიო მანსანოს შეტევის ხაზში პრობლემები გაუჩნდა, რასაც 33 წლის კანუტეს დაშავება დაერთო.

"მარკას" მტკიცებით, მართალია, აფრიკელი ჯერ ცალკე ვარშჯიშობს, მაგრამ მას საკმაო დრო აქვს, რომ კვირის მნიშვნელოვანი მატჩისთვის ფორმაში ჩადგომა მოახერხოს. კვირას "სევილია" "ვილიარეალს" მასპინძლობს. კანუტემ ამ სეზონში 24 მატჩი 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.


კრკიჩი ჩქარობს
"ბარსელონას" 20 წლის ფორვარდი ბოიან კრკიჩი, შეიძლება, მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდეს მოედანს. პირველადი დასკვნით ბოიანის თ
ამაში ამ სეზონში გამორიცხული იყო, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ბოიანმა ტრავმა "ალმერიასთან" მატჩში მიიღო. "ბარსას" ექიმები იმედოვნებენ, რომ ფორვარდი 15 მაისს "დეპორტივოსთან" თამაშში გუნდს დაეხმარება.


მონტოია ვალენსიაში
"ვალენსიას" "ბარსელონას" განაპირა მცველი მარტინ მონტოია სურს და სანაცვლოდ 3 მილიონი ევროს გადახდაზეც ყაბულსაა. მცველი "ბარსას" სარეზერვო გუნდშია, ივნისში კი ის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. "ბარსამ" მცველს 2013 წლამდე შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. თუ პირდაპირ ყიდვა არ გამოუვიდათ, "ღამურები" მონტოიას იჯარით აიყვანენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული