იკერმა თავისი პროგნოზი იმავე გზით გააკეთა, როგორც სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების შედეგებს ცნობილი რვაფეხა პაული წინასწარმეტყველებდა, რომელმაც ფეხები ოქტომბერში გაფშიკა.
რვაფეხას, რომელსაც იკერი "რეალის" მეკარის პატივსაცემად დაარქვეს, ორი კონტეინერიდან სარდინის არჩევა შესთავაზეს. ერთზე "რეალის" ემბლემა იყო გამოსახული, მეორეზე - "ბარსელონასი". იკერმა სარდინი "რეალის" კონტეინერიდან ამოირჩია, რითიც მადრიდული გუნდის მოგება იწინასწარმეტყველა.
სხვათა შორის, გასულ კვირას იკერმა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის პროგნოზიც გააკეთა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
ესპანეთის თასის ფინალი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, 20 აპრილს საღამოს, ვალენსიაში გაიმართება.
.