ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართა და დამატებით დროში "რეალის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
სტოიჩკოვის თქმით, დამარცხების მთავარი მიზეზი მესის და ჩავის მხრიდან მოედნის ცენტრში ბურთის ხშირად დაკარგვა გახდა. ბულგარეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ "ბარსელონამ" საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.
ესპანეთის თასის ფინალში ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. 27 აპრილს
45 წლის ხრისტო სტოიჩკოვმა "ბარსელონაში" საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მან ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი. 1994 წელს სტოიჩკოვი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.