ოთხშაბათ საღამოს ტელეეკრანთან 13 მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი, ხოლო როდესაც თამაში დამატებით დროში გადავიდა, ტელეაუდიტორია კიდევ ერთი მილიონით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე არც ქვეყნის თასის ფინალს, არც "კლასიკოს" მსგავსი ინტერესი არ გამოუწვევია. შედარებისთვის: სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალმა ესპანეთში ტელევიზორებთან იმავე რაოდენობის აუდიტორია შეკრიბა.