რონალდო მოედანზე ბრწყინავს, ირინა შეიკი - ჟურნალებში

AutoSharing Option
მოხშირებული "კლასიკოების" ფონზე ესპანურმა ჟურნალმა "ტელვამ" ყურადღება არა "ბარსელონა"-"რეალის" ფეხბურთელებზე, არამდე მათ მეორე ნახევრებზე გადაიტანა და მკითხველთა შორის გამოკითხვაც ჩაატარა, რათა გაერკვია - ამ გუნდების ფეხბურთელთა სატრფოთაგან, რომელია ყველაზე მომხიბვლელი.

რა გასაკვირია - გამოკითხვის შედეგად წარმატება "რეალის" პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანო რონალდოს რჩეულს ხვდა - რუსი მოდელი ირინა შეიკი გამარჯვებული ხმათა 51,8%-ით გახდა.

კიდევ ერთი ცნობილი მობურთალის, "რეალის" მეკარე იკერ კასილიასის არანაკლებ ცნობილმა მეორე ნახევარმა - ჟურნალისტმა სარა კარბონერომ გამოკითხვაში მეორე ადგილი ხმათა 16,9%-ით დაიკავა.

ჩამონათვალში მესამე "ბარსელონას" მცველის ჟერარდ პიკეს
შეყვარებული, მომღერალი შაკირაა. მისი მშვენიერება გამოკითხულთა 13%-მა აღიარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული