შაკირა ”მესტალიაზე”

AutoSharing Option
ვინ არ ანერვიულა ესპანეთის სამეფო თასის ფინალმა?! აქეთ ”რეალის”, იქეთ ”ბარსელონას” ქომაგები შესცქეროდნენ დაძაბულნი მატჩის მიმდინარეობას. ჰოდა, რა გასაკვირია, ამ დღეს განსხვავებულად ცემდა კატალონიელთა მცველის ჟერარდ პიკეს სატრფოს, შაკირას გულიც, რომელიც ”მესტალიის” ტრიბუნიდან ქომაგობდა საყვარელსა და მის გუნდს.

გულშემატკივრობა კი მართლაც საოცარი სცოდნია შაკირას და ფეხბურთელისთვის დამარცხება არცთუ ისეთი ძნელი გადასატანია, თუ მისნაირი ქომაგი ჰყავს. პიკეს ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა: ქერა მომღერალი მთელი მატჩის მანძილზე ნერვიულობდა და ემოციებს ვერ მალავდა.

როდესაც ”ბარსელონას” ფეხბურთელმა დამარცხება საბოლოოდ გააცნობიერა, თანაგუნდელები მიატოვა და ტრიბუნებისკენ
გაეშურა, სადაც განერვიულებული და სახეშეშლილი შაკირა იჯდა.


მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული