ეს განსაკუთრებით "სამეფო კლუბს" ეხება, რომელიც ისევ ვალენსიაში მიდის, თუმცა ოთხშაბათის სათასო ტრიუმფისგან განსხვავებით დღეს მთელი "მესტალია" "რეალის" წინააღმდეგი იქნება, არც "ვალენსიაა" საჩუქარი. მით უფრო, რომ "ღამურებს" ჯერ კიდევ შერჩათ ინტრიგა ჩემპიონატში - მესამე ადგილი დასაცველია. ადგილი, რომელსაც უნაი ემერის გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს და სხვაც. ჯერ ერთი, მესამე ადგილი ეგრევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საშუალებას იძლევა (გავიხსენოთ, რა დაემართა მეოთხეადგილოსან "სევილიას" ლიგის
ლა ლიგის 33-ე ტურში სხვა ბევრიც საინტერესოა. მაგალითად ის, რომ ბალეარის კუნძულებს სულ სხვა დასახელებისა და ლოგოს პატრონი გუნდი ეწვევა, ვიდრე ელოდნენ - "ესპანელებს ესპანელობას ართმევენ", მორიგი კლუბი გაიყიდა აზიურ ინვესტორებზე, ამჯერად - "ხეტაფე". მე-4 ადგილისთვის გაბრძოლების მითიური, მაგრამ მაინც ბოლო შანსი აქვს "სევილიას", რომელიც "ვილიარეალს" მასპინძლობს, ჩემპიონობისკენ მტკიცე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი "ბარსელონას", რომელმაც კოპა დელ რეიზე მძიმე დარტყმა მიიღო. დაბოლოს, ბასკურ დერბის რა დაეწუნება?
მივყვეთ თანმიმდევრობით, ტურს ის გუნდი ხსნის, რომელიც ჩემპიონატში მონაწილე ოცეულისგან ბოლო ტოვებდა მინდორს - "რეალი". მოკლედ, "ვალენსიამ" თავისი ბოლო მატჩი რომ ჩაამთავრა, "რეალმა" მას მერე ორი "კლასიკო" ითამაშა - ჯამში 210 წუთი! დავუმატოთ ამას ხუთშაბათ დილამდე ზეიმი მადრიდის ქუჩებში. მოკლედ, "ვალენსიას" "რეალის" დამარცხების ამაზე ხელსაყრელი შანსი კიდევ როდის მიეცემა, ვინ იცის.
უნდა ნახოთ, რა ცუდ დღეშია ჟოზე მოურინიო - "სამეფო კლუბში" ისევ საზეიმო განწყობაა - სამეფო თასი, რომელიც სერხიო რამოსის უყურადღებობის მიუხედავად, გადარჩა, "ბერნაბეუზე" გამოსაჩენ ადგილას დააბრძანეს, გუნდს თვით ცოცხალმა ლეგენდა რაულმა მიულოცა ტიტულის მოპოვება, შემდეგ კაკა 29 წლის გახდა და არის "რეალში" ერთი დიდი ზეიმი, მოურინიომ კი გუნდი "ვალენსიასთან" ჯახისთვის უნდა მოამზადოს.
ამასობაში ბოდიში ჰქონდა მოსახდელი პეპეს, პორტუგალიელი მცველი ასეც მოიქცა: "რონალდოს გოლის შემდეგ ეიფორიაში ჩავვარდი და თუ "ბარსას" ფანებს ჩემი საქციელით რამე ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა პეპემ, რომელმაც გოლი "ბარსელონას" ფანების მიმართ აგრესიით აღნიშნა. სხვათა შორის, როგორც კი პეპემ "ჭკუა დაკარგა", (და ეს მას პერიოდულად ემართება ხოლმე) ალვარო არბელოამ იქვე მიუთითა თანაგუნდელს და აგრესიული ჟესტები შეაწყვეტინა.
მოურინიოს სათასო მატჩმა კიდევ ერთი პრობლემა გაუჩინა - პირველი ექსტრატაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ. 24 წლის ფეხბურთელმა კუნთი დაიზიანა. "მარკას" ცნობით, ჟოზე შაბათს ხედირას გარეშე უნდა გავიდეს ფონს, ის კი არა, გერმანელის თამაში საჩემპიონთალიგო "კლასიკოზეც" საეჭვოა. გუნდს უბრუნდება რაულ ალბიოლი, რომელმაც თასის ფინალში მოიხადა ჩემპიონატში მიღებული წითელი ბარათისთვის დისკვალიფიკაცია. ასე რომ, სერხიო რამოსი, რომელსაც ალბათ აღარასოდეს ანდობენ თასს, დაცვის ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადავა (არბელოა დისკვალიფიცირებულია). ხედირას ნაცვლად კი ასეთი გადაადგილება მოხდება: შუაში პეპე, ჩაბი ალონსო და იოზილი ითამაშებენ, წინა სამ შეტევს კი რონალდოს, ბენზემასა და დი მარიას ტრიო შეადგენს.
"ვალენსიას" შემტევი რობერტო სოლდადო, რომელიც ბოლო დროს ფანტასტიკურ ფორმაშია (7 გოლი 3 თამაშში!), ამბობს, რომ გუნდი "რეალს" თასის მოგებისთვის საპატიო დერეფანს მოუწყობს, თუმცა მინდორზე "ჯოჯოხეთით" ემუქრება: "ვფიქრობ, ჩვენი ფანები ამას კარგად შეხვდებიან. ეს არის პატივისცემა მეტოქისადმი, რომელმაც ახლახან ტიტული მოიგო. ვფიქრობ, ჩვენ რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით, მეტოქისაგან ანალოგიურ მოქცევას მოველოდებოდით. მოედანზე კი მსურს, "ვილიარეალთან" მატჩის სიტუაცია განმეორდეს - მაშინაც, "ვილიარეალი" ძალიან წარმატებული შეხვედრის შემდეგ გვეთამაშა და... მწარედ დამარცხდა", - განაცხადა 25 წლის ფორვარდმა, რომელიც "რეალის" აღზრდილია.
"ვალენსია" ბრწყინვალე ფორმაშია, ბოლო სამი ტურია გუნდს თამაშში სამი გოლი მაინც გააქვს. უნაი ემერის გუნდი კლუბის ისტორიაში სარეკორდო ნიშნულს უმიზნებს - "ვალენსიას" სეზონში 77 ქულაზე მეტი არ მოუპოვებია, რეკორდამდე 14 ქულა რჩება, "ღამურების" განკარგულებაში 6 მატჩია.
"რეალი" ბოლო დროს "მესტალიაზე" კარგად თამაშობს, ეს სამეფო კლუბმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცა - "რეალმა" ბოლო 6 ვიზიტიდან ვალენსიაში მხოლოდ ერთხელ წააგო. თანაც, ბოლო სამი თამაში ზედიზედ მოიგო და, რაც ყველაზე მთავარია - 6 შეხვედრიდან 4 ზუსტად "კლასიკოს" შემდეგ ჩატარდა.
ტურის მატჩის შემდეგ "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "ოსასუნას" მიიღებს. ერთი შეხედვით ძალიან იოლი ამოცანა აქვს გადასაჭრელი ხოსეპ გვარდიოლას გუნდს, უნდა მოიგოს და მორიგ ტიტულს კიდევ 3 ქულით მიუახლოვდეს.
გვარდიოლას ნავარელებთან მატჩში არ ეყოლება "კლასიკოზე" დაშავებული ბრაზილიელი მარცხენა მცველი ადრიანო, რომელიც 4 კვირას იუქმებს. გვარდიოლა ადრიანოს მისივე თანამემამულე მაქსველით უპრობლემოდ შეცვლის. მოასწრებს თუ არა კარლეს პუიოლი გამოჯანმრთელებას, უცნობია.
მოკლედ, "ხეტაფეზე" - ეს კლუბი უკვე არაბი შეიხის საკუთრებაა - შეიხ ალ მაკტუმმა ის 90 მილიონ ევროდ შეიძინა, დუბაის კონსორციუმი კლუბს ლოგოსა და სახელს უცვლის, მომავალში მას "ხეტაფე თიმ დუბაი" ერქმევა. "ხეტაფეს" დღეს 37 ქულა აქვს და გასავარდნს ზონას 4 ქულით უსწრებს.
დღეს "სან მამესზე" ბასკური დერბია ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი "ატლეტიკი" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს. ბილბაოელებს ერთბაშად 4 ფეხბურთელი გამოაკლდათ დისკვალიფიკაციის გამო, მათ შორის, ძირითადი გოლკიპერი გორკა ირაისოსი და წინა ტურში გადამწყვეტი გოლის ავტორი იკერ მუნიაინი.
დღეს
ვალენსია-რეალი 20:00
დისკვალიფიკაცია: არბელოა (რეალ)
ტრავმა: ბრუნო, დომინგესი, ვისენტე, ნავარო, ტ. კოსტა - გაგო, ლ. დიარა, პედრო ლეონი
ბარსელონა-ოსასუნა 22:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი, სორიანო, სერხიო (ოსას)
ტრავმა: აბიდალი, ადრიანო, კრკიჩი, პუიოლი (?) - მასუდი, რუპერი, არანდა, ოიერი, რობერტო
ბილბაო-რეალ სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე, მუნიაინი, ირაისოსი, კასტილიო (ბილბ)
ტრავმა: აურტენეჩე, რომალიო, ოსიო, გომესი, სერიო, კასერასი - ხ. ლორენტე, დე ლა ბელა
ხვალ
სპორტინგი-ესპანიოლი 19:00
დისკვალიფიკაცია: რივერა (სპორტ)
ტრავმა: სასტრე, კანელია, ნაჩო კასესი, აიოსე, კუელიარი, ბილიჩი (?) - ს. გარსია, ბაენა, პენია, დ. გარსია, ალვარესი, დატოლო, მატიონი, ფორლინი
ერკულესი-დეპორტივო 19:00
ტრავმა: ფარინოსი, ალბა, ტოტე, პამარო (?) - დეზმარე, კასტრო, ურეტა, რიკი
მალიორკა-ხეტაფე 19:00
ტრავმა: პერეირა, ნადალი, დე გუზმანი, კორალესი, პინა - ალბინი, გავილანი, დელ მორალი, რიოსი, ლოპესი
რასინგი-მალაგა 19:00
დისკვალიფიკაცია: პინილიოსი (რას)
ტრავმა: ციოლისი, ფრანსისი, კენედი, სერანო, როდრიგესი - ასენხო, მალაგუენო, რუბენი, კალა
ატლეტიკო-ლევანტე 21:00
დისკვალიფიკაცია: ტიაგო (ატლ)
ტრავმა: ფორლანი, ვალერა, პერესი, პულიდო - პერესი, სერხიო, მონტერო, ლარეა, გონსალესი, დელ ორნო
სევილია-ვილიარეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: მედელი (სევ)
ტრავმა: აკოსტა, კანუტე (?), ნავასი, სანჩესი (?), გუარენტე, ჩიგარინი - გონსალო, ა. ლოპესი, ოლივა, სენა
ზეგ
სარაგოსა-ალმერია 23:00
ტრავმა: ლაგუარდია, ედმილსონი, კონტინი - ნიეტო, ფეგული
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 32 27 4 1 86-17 85
2. რეალი 32 24 5 3 73-23 77
3. ვალენსია 32 19 6 7 54-35 63
4. ვილიარეალი 32 17 6 9 49-36 57
5. ბილბაო 32 15 3 14 49-46 48
6. ატლეტიკო 32 13 7 12 50-43 46
7. სევილია 32 13 7 12 48-47 46
8. ესპანიოლი 32 14 3 15 40-45 45
9. ლევანტე 32 12 6 14 36-42 42
10. მალიორკა 32 11 6 15 33-45 39
11. სოსიედადი 32 12 2 18 42-55 38
12. დეპორტივო 32 9 11 12 27-40 38
13. სპორტინგი 32 9 11 12 30-37 38
14. ხეტაფე 32 10 7 15 43-51 37
15. რასინგი 32 9 10 13 31-47 37
16. ოსასუნა 32 9 8 15 37-39 35
17. მალაგა 32 9 6 17 42-62 33
18. სარაგოსა 32 8 9 15 31-45 33
19. ერკულესი 32 8 6 18 29-50 30
20. ალმერია 32 5 11 16 32-57 26
ბომბარდირები: 30 - მესი (ბარსელონა); 29 - რონალდო (რეალი); 17 - ვილია (ბარსელონა); 15 - როსი (ვილიარეალი), ფ. ლორენტე (ბილბაო); 14 - აგუერო (ატლეტიკო); 13 - პედრო (ბარსელონა), სოლდადო (ვალენსია).