"რეალის" პრეზიდენტი მოურინიოს გაშვებას აპირებდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2010 წლის დეკემბერში გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებას აპირებდა.

პორტუგალიელის გაშვების მიზეზი "რეალის" მისამართით გამოთქმული კრიტიკა შეიძლებოდა გამხდარიყო. მოურინიომ "რეალი" "სევილიასთან"(1:0) ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, გასახდელში გააკრიტიკა.

პერესსა და მოურინიოს შორის ურთიერთობა 29 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც "რეალმა" "ბარსელონასთან" 0:5 წააგო. 19 დეკემბერს "სევილიასთან" მატჩის შემდეგ მოურინიომ გასახდელში განაცხადა, რომ "რეალს" დიდ კლუბად არ მიიჩნევს.

ამის შემდეგ პერესმა მოურინიო სასაუბროდ მიიწვია, რომლის დროსაც ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს. თუმცა შემდეგ "რეალის" პრეზიდენტმა მოურინიოს გაშვება გადაიფიქრა და პორტუგალიელის
თავის პოსტზე დატოვება გადაწყვიტა, რათა გულშემატკივრებთან კონფლიქტი თავიდან აერიდებინა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "რეალი" მეორე ადგილს იკავებს და "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება. თუმცა ესპანეთის თასის ფინალში მადრიდულმა კლუბმა "ბარსელონა" დაამარცხა. კატალონიელებთან კიდევ ორ მატჩს "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართავს. პირველი თამაში 27 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია El Pais-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული