"ჩემი სამუშაო გუნდის გაწვრთნა და გადაწყვეტილებების მიღებაა. თითოეული ჩემი მოთამაშის მჯერა, მოედანზე კი მხოლოდ ნამდვილად საუკეთესოებს ვუშვებ.
დიახ, ფორლანმა შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მაგრამ არა - სამუდამოდ. ვფიქრობ, ფორლანის დღევანდელი მდგომარეობა გასულ სეზონში "ბარსელონაში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობას წააგავს", - თქვა ფლორესმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით