მესი არ იქნება - შანსი რონალდოს!

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი ოთხშაბათის "კლასიკოზე" დაშავებულა - ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის გმირმა კუნთის მცირე ტრავმა მიიღო და საპასუხო მატჩში მისი თამაში საეჭვოა.

"ბარსას" სამედიცინო შტაბმა საფუძვლიანად გამოიკვლია მესის ტრავმა, საგანგაშო მართლაც არაფერია, თუმცა ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩს აუცილებლად გამოტოვებს.

ლიდერი სან სებასტიანში ჩადის, სადაც "რეალ სოსიედადს" გაეჯიბრება, მოგების შემთხვევაში კატალონიელები კიდევ უფრო მიუახლოვდებიან ტიტულს, რომელიც 99%-ით უკვე მათია.

სავარაუდოდ, მესი მოასწრებს ლიგის საპასუხო ნახევარფინალისთვის გამოჯანმრთელებას, მაგრამ, არა გვგონია, მისი ჯანმრთელობით გარისკონ - გუნდს "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2:0 მოგებული
აქვს. ალბათ, მესი სათადარიგოთა სკამზე იქნება და თუ "ბარსელონას" გაუჭირდება მხოლოდ მაშინ შემოიყვანენ.

"ბარსა" თითქმის გასულია ლიგის ფინალში და ბუნებრივია, რომ კლუბის ხელმძღვანელები უკვე "უემბლიზე" გასამართავ მატჩზე ფიქრობენ. ეს შანსს აძლევს კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ჩემპიონატში მესის 31 გოლი აქვს გატანილი, რონალდოს კი - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული