39 წლის არგენტინელი 2009 წლის იანვრიდან წვრთნის ბარსელონურ კლუბს. გუნდში პოჩეტინიოს მუშაობით კმაყოფილნი არიან, "ესპანიოლი", რომელსაც ვარსკვლავური შემადგენლობა არ ჰყავს, მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გუნდს ევროთასების საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს. გასულ სეზონში პოჩეტინიომ "ესპანიოლი" მე-11 ადგილზე გაიყვანა. პოჩეტინიოს ხელშეკრულებას კლუბთან ვადა 2013 წელს გასდიოდა, მაგრამ მას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა და არგენტინელიც სიამოვნებით დათანხმდა.
პოჩეტინიო
2004 წელს ის ისევ დაბრუნდა "ესპანიოლში", სადაც 2 წელიწადში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯამში პოჩეტინიომ 300-ზე მეტი მატჩი ითამაშა "ესპანიოლში" და ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი. მან ფეხბურთელობისას არგენტინის ნაკრების მაისურა 20-ჯერ მოირგო და მონაწილეობა მიიღო არგენტინისთვის კრახით დასრულებულ 2002 წლის მუნდიალზე. ინგლისელებთან ჯგუფური ეტაპის მატჩში სწორედ მან წააქცია საჯარიმოში მაიკლ ოუენი, ხოლო დევიდ ბექჰემმა პენალტით მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.