ხოსეპ გვარდიოლამ რამდენიმე ახალგაზრდა ათამაშა ბასკეთში, 20 წლის მარტინ მონტოიასთვის კი ყველაფერი ძალზე ცუდად დასრულდა - მატჩის მე-10 წუთზე მას ბასკთა ვეტერანი ფორვარდი რაულ ტამუდო ისე ეუხეშა, რომ ლავიწის ძვალი ჩაუმსხვრია და მარცხენა მხარი ამოუგდო. "ბარსელონას" ექიმთა მტკიცებით, მონტოია ფეხბურთს 4-6 კვირის განმავლობაში ვერ გაეკარება.
მონტოია მარჯვენა მცველია, მას თებერვალში ჰქონდა დებიუტი "ბარსელონაში", ახლა კი პირველად
ამავე მატჩში დაიმტვრა არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ გოლი კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს. ექიმებმა მილიტოს სეზონის ბოლომდე იძულებითი დასვენება გამოუწერეს.
"ანოეტაზე" ტიაგო ალკანტარას გოლი 45-ე იყო ამ სეზონში კლუბისთვის საგარეო მატჩებში. ეს კი კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი 2008/09 წლების სეზონზე მოდიოდა, როცა "ბარსელონამ" სტუმრად 44 გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, ერთი რეკორდი ხელუხლებელი დარჩა - 1979/80 წლების სეზონში "ბარსამ" ზედიზედ 32 თამაში არ წააგო. ახლა კი კატალონიურ გრანდს წაგება მოუწია 11 სექტემბრის შემდეგ პირველად, ანუ 231 დღის შემდეგ. დანი ალვეშისთვის "რეალ სოსიედადთან" მატჩი 150-ე იყო კატალონიურ კარიერაში.