ამ სეზონში ყველაზე მეტად პრიმერაში ტრავმებმა "სევილია" შეაწუხა, ტური ისე არ გავა, რომ ანდალუსიელებს ერთი ფეხბურთელი მაინც არ დაემტვრეთ. ბოლო ტური კი ამ მხრივაც "გამორჩეული" გამოდგა - ერთბაშად ორი მოწინავე ფეხბურთელი გამოაკლდა კლუბს ხორვატი ივან რაკიტიჩი და ურუგვაელი მარტინ კასერესი. რაკიტიჩის ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, მან ფეხი მოიტეხა და ივნისის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს, ხოლო გუშინ "სევილიას" ექიმებმა ვერდიქტი ურუგვაელ მცველსაც გამოუტანეს - კასერესი ამ სეზონში ვეღარაფრით დაეხმარება გუნდს.
კასერესს მართლაც ძალიან ცუდი რამ შეემთხვა "ალმერიას" მარცხენა მცველ მიქაელ იაკობსენთან
ორთაბრძოლაში ისეთი დაზიანება მიიღო, რომ თირკმელი გაუჩერდა. ურუგვაელი საავადმყოფოში გააქანეს, სადაც 24 საათი დაჰყო, დროებით მას ხელოვნური თირკმელით აცოცხლებდნენ. როდესაც შოკმა გაიარა, თირკმელებში ექიმებმა მცირე ჰომატომა აღმოაჩინეს, ასე რომ, 24 წლის მცველის თამაში ამ სეზონში გამოირიცხა. არადა, კასერესი "ბარსელონას" წევრია და "სევილიაში" იჯარით თამაშობდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ანდალუსიური კარიერა დასრულდა.
"სევილიას" თავკაც გრეგორიო მანსანოს ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა ამ ორი მოწინავე ფეხბურთელის გარეშე მოუწევს.