"ტოტენჰემს" ნახევარი ესპანეთი მოუნდა

AutoSharing Option
”ტოტენჰემი" ესპანურ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს, ჰარი რედნაპის გუნდი კონკრეტული წინადადებით მიმართავს "სევილიას" - ლონდონური კლუბის ინტერესების სფეროში 22 წლის არგენტინელი გარემარბი დიეგო პეროტია. პეროტის საბაზრო ფასი 15 მილიონი ევროა, თუმცა "ტოტენჰემი" მის ყიდვას კი არა გაცვლას სთავაზობს "სევილიას" სანაცვლოდ კი ან ხორვატ ნიკო კრანჩარს, ან მექსიკელ ჯოვანი დოს სანტოსს და პლუს გარკვეულ თანხას გამოდის.

ორშაბათს "ტოტენჰემის" თავკაცი ბარსელონაში იყო, სადაც "ესპანიოლისა" და "ბილბაოს" შეხვედრას დაესწრო. ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ მას "ესპანიოლის" არგენტინელ-იტალიელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო აინტერესებდა. პაბლო ოსვალდომ ლა
ლიგის 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ამ თამაშში 25 წლის ფორვარდმა დიდებულად ითამაშა, ერთი გოლი თავად გაიტანა, მეორე კი თანაგუნდელს გაატანინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული