ახლა ზიდანიც?

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს კიდევ ერთი კრიტიკოსი შეემატა - ზინედინ ზიდანი. ფლორენტინო პერესის პირადი მრჩეველი, "სექსტას" და "სპორტის" ცნობით, ძალიან უკმაყოფილო ყოფილა, რომ პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის 180-წუთიან დაპირისპირებაში "ბარსელონასთან" ერთი წუთითაც არ ათამაშა მისი თანამემამულე ქარიმ ბენზემა.

ზიდანს ვერაფრით აუხნია ამის მიზეზი - აი, "ელ პაისი" კი ცოტა ფანტასტიკურ ვერსიას გვთავაზობს: მოურინიომ ფრანგი ფორვარდი იმიტომ არ ათამაშა, რომ ბენზემამ პრესკონფერენციაზე მსაჯის მოქმედება არ გააკრიტიკა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული