Mаrca: ბენზემა ზაფხულში "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სამეფო კლუბი" დატოვოს.

ფრანგი თავდამსხმელი კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რადგან ძირითად შემადგენლობაში გამოსვლა სურს.

თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებში ბენზემა ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩება, ის შეიძლება ზაფხულში მადრიდიდან წავიდეს. თუმცა "რეალს" ფორვარდის გასხვისება არ სურს. საბოლოო გადაწყვეტილებას ჟოზე მოურინიო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა "რეალში" 2009 წელს 35 მილიონ ევროდ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული