ჟოზე 5 მატჩით დასაჯეს

AutoSharing Option
გუშინ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა "ბარსელონას" საჩივარი განიხილა და ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გამონათქვამებისთვის მკაცრად დასაჯა - 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

მოურინიომ სამი წლის განმავლობაში უნდა მოიხადოს ეს სასჯელი. პორტუგალიელი მწვრთნელი საპასუხო მატჩში უკვე აკლდა გუნდს და, თუ მას "რეალში" დატოვებენ - გაისად ლიგის ჯგუფური ეტაპის 6-დან 4 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

გუშინ "რეალის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ კლუბი აუცილებლად გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. მანამდე "სამეფო კლუბმა" უეფა-ს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, "რეალს" უარი უთხრეს "ბარსელონას" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის
განხილვაზე, მადრიდელები ირწმუნებოდნენ, რომ კატალონიელი ფეხბურთელები არასპორტულად იქცეოდნენ. 16 მაისს ევროპული ფეხბურთის სააპელაციო კომიტეტი "რეალის" ამ საჩივარს განიხილავს.

მოკლედ, ჟოზეს გამონათქვამებმა კლუბი დიდ ხათაბალაში გახვია, ისევე როგორც თავად "განსაკუთრებული".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული