მადრიდის "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველ ნური შაჰინთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. "რეალის" ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქთან კონტრაქტი 6 წელზეა გათვლილი.
სატრანსფერო თანხამ 10-დან 12 მილიონ ევრომდე შეადგინა. "რეალში" შაჰინი წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 30 მატჩში შაჰინმა 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.