კრუიფი: მოურინიოს ოთხ კლასიკოში ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა "რეალის" წინააღმდეგ ამასწინდელი მატჩები შეაფასა.

"სევილია"-"რეალის" მატჩის ყურების შემდეგ (2:6), როდესაც ვნახე როგორ ითამაშა "რეალმა", საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, რა მოხდებოდა, მადრიდელებს რომ "ბარსელონას" წინააღმდგ სხვა შემადგენლობით და სხვა ტაქტიკით ეთამაშათ. "სევილიასთან" სტუმრად, სადაც კატალონიელებმა გამარჯვებისთვის იბრძოლეს, "რეალმა" უბრალოდ გაისეირნა და მეტოქის მიმართ სიფრთხილის ან ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო დათრგუნულობის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.

"რეალის" პრობლემა ისაა, რომ მოურინიო ფეხბურთისადმი მიდგომას მხოლოდ "ბარსელონასთან" მატჩებში იცვლის. ასე არ უნდა იყოს, თუ შენი გუნდის
გჯერა. მაგრამ ის მთავარი მწვრთნელია და ამ გადაწყვეტილებებს თავად იღებს. თუ მას საკუთარი მოთამაშეები ტაშს უკრავენ, შესანიშნავია. ყველა პუბლიკისთვის თამაშობს, საკუთარი გულშემატკივრებისთვის. "მაგრამ "რეალი", ისევე როგორც "ბარსელონა" - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო გუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ესპანეთის თასი მოიგო, მოურინიოს ოთხ მატჩში ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. ეს მის მოედნის გარეთ ქცევასაც ეხება და უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მიღებულ გადაწყვეტილებებსაც.

ვერასდროს გავიგებთ, რა იქნებოდა, "რეალს" რომ "ბარსელონასთან" სხვაგვარად ეთამაშა, მაგრამ ნათელია, რომ გუნდში ასეთი მოთამაშეებით, ამ მატჩებისთვის თამაშის სხვაგვარი მოდელის არჩევა შეიძლებოდა", - თქვა კრუიფმა.

მომზადებულია Мarca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული