პირველ ტაიმში გერმანელმა ნახევარმცველმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაუწოდა პორტუგალიელ გოლეადორს და რონალდომაც თავით გახსნა ანგარიში. დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა "ხეტაფეს" კარში, ჯერ ჩაბი ალონსოს წამოწყებული საგოლე კომბინაცია იოზილმა გააგრძელა და რონალდომ დაასრულა, შემდეგ ბასკის ბრწყინვალე შორეული პასით ქარიმ ბენზემამ გაიტანა ლა ლიგაში მე-13 გოლი, ბოლოს რონალდომ თავად მოიპოვა პენალტი (მანე დაჯარიმდა მასთან ორთაბრძოლაში და თავადვე გაიტანა უსტარის
პირველ ტაიმში რონალდომ ბურთი მოიგერია და შემთხვევით ტრიბუნაზე მჯდომ ფანს გაარტყა. თამაშის შემდეგ პორტუგალიელი მივიდა დაზარალებულთან და მოუბოდიშა, თან მას ავტოგრაფით დამშვენებული მაისურა გადასცა.
"ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენი პრიორიტეტიც ეს არის, მწვრთნელმაც სწორედ ეს დაგვავალა. მე, რა თქმა უნდა, მსურს, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო, თუმცა ეს არ არის ჩემი იდეა-ფიქსი. დღეს ბიჭები ცდილობდნენ ჩემზე ეთამაშათ, თუმცა მე ეს არავისთვის მითხოვია", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გოლების რიცხვით - აქამდე რეკორდი ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც სეზონში, ყველა სახის ოფიციალურ მატჩში 47 გოლი გაიტანა, რონალდოს ანგარიშზე უკვე 49 გოლია.
პუშკაშის რეკორდი 1959/60 წლების სეზონისაა. კრიშტიანომ ლა ლიგაში 36 გოლი გაიტანა, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 7 კოპაზე. პორტუგალიელს კიდევ ორი მატჩი დარჩა მიღწევის გასაზრდელად და 50-გოლიანი ზღვრის გადასალახავად.
თამაშის შემდეგ კვლავ ჟოზე მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკა გამოცხადდა: "ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ იმაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს, ვიდრე "რეალის" მაისურით თამაშია. ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, როგორი შემადგენლობა გვყავს გამოყვანილი. რონალდოს გოლთაცვენა მართლაც შთამბეჭდავია და დღეს მას მართლა განსაკუთრებით ეხმარებოდნენ ბიჭები. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ გუნდში დიდებული ატმოსფეროა. ფეხბურთელები ცდილობენ თანაგუნდელს პერსონალური მიზნის მიღწევა გაუადვილონ".
ამ შეხვედრაში შედგა ახალგაზრდა ტომას მეხიასის დებიუტი "რეალში", გუნდის მე-4 მეკარემ მეორე ტაიმში ანტონიო ადანი შეცვალა. მეხიასი "რეალის" მე-8 აღზრდილია, რომელსაც მოურინიოს გუნდში დებიუტი ჰქონდა. აი, როგორ იხსენებს მატჩს 22 წლის მეხიასი: "ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... უცბათ გავათვითცნობიერე, რომ მოედანზე ვარ. ამ დღეს რა დამავიწყებს".
გუშინ კი "რეალმა" ამ სეზონში მოგებული ერთადერთი ტიტული - "სამეფო თასი" გულშემატკივრებს წარუდგინა. გუნდი სიტი ჰოლს ეწვია, სადაც "რეალს" ათასობით ადამიანი ელოდა.
"მადლობა ყველას თანადგომისთვის. ეს ტიტული გვინდა ყველას გაგიზიაროთ: მადრიდისტებსა და მადრილენიოსს. თქვენი მხარდამჭერა ახალი ტიტულების მოპოვებისკენ გვიბიძგებს", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა.
ამასობაში, ესპანურ პრესაში ჩდება ცნობები, რომლის თანახმადაც "რეალის" დირექტორ ხორხე ვალდანოს შენიშვნა მიუცია ჟოზე მოურინიოსთვის, რომ შეარბილოს ტონი მედიასთან ურთიერთობისას, რადგან ის არ არის "რეალის" სახე. "მარკა" ირწმუნება, რომ ვალდანოს უთქვამს - "უკეთესი იქნება, თუკი მოუ მოუკლებს დეციბალებს". ამის შესახებ "რეალის" წარმომადგენელ ელადიო პარამესს დაეკითხნენ: "ვალდანო წარმოადგენს "რეალს" მედიასთან და არა მოურინიო", - იყო პასუხი.
სხვათა შორის, მადრიდულ დერბიში კიდევ ერთი "დებიუტი" ვიხილეთ - მწვრთნელის ვაჟმა მარიო ჟოზე მოურინიომ, "რეალის" ჭაბუკთა გუნდის მეკარემ ბურთის მიმწოდებლად იმუშავა "სანტიაგო ბერნაბეუზე".