როსი წავა მხოლოდ გრანდში

AutoSharing Option
ჯუზეპე როსის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ არის შანსი, მისმა კლიენტმა დატოვოს "ვილიარეალი". "ჯუზეპემ რამდენიმე თვის წინ განაახლა კონტრაქტი. მისი პოზიცია კლუბში ნათელია, პერსპექტივა - კარგი, მაგრამ თუკი ევროპული გრანდი დაინტერესდება მისით, ჩვენ კლუბს დაველაპარაკებით.

ვფიქრობ, ასეთი კლუბი ევროპაში სულ 5-6-ია. ჩვენ, უპირველესად "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადებებს განვიხილავთ. არა მგონია, როსი 30 მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდეს რომელიმე გრანდს. თუკი ასეთი წინადადებები არ გვექნება, როსი გააგრძელებს კარიერას "ვილიარეალში", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული