"ბარსელონა" ჩემპიონია! [+VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "ბარსელონას" ქვეყნის ჩემპიონის სტატუსის ოფიციალურად მოსაპოვებლად "ლევანტესთან" გასვლით მატჩში მხოლოდ ქულა ყოფნიდა.

"ბლაუგრანასაც" თავი დიდად არ გამოუდია. მოედანზე საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა, ჩვეულებრივ ინიციატივას ფლობდა, ანგარიში გახსნა, მაგრამ შემდეგ ასევე იოლად გაუშვა - 1:1...

რაც მთავარია, კატალონიელებმა ჩემპიონობისთვის საკმარისი ქულა მოიპოვეს და ჩემპიონობის აუცილებელი ატრიბუტის - შამპანურის შხეფების ქვეშ იზეიმეს.

სიმბოლურია, რომ ამ მატჩში მთელი საათი ითამაშა ერიკ აბიდალმა, რომელიც ოპერაციის შემდგ ფორმას იბრუნებს. ამ ფეხბურთელმა კლუბის წარმატებისთვის არცთუ ცოტა გააკეთა და საჩემპიონო მატჩში სათამაშო
დრო დაიმსახურა. გვარდიოლას მხრიდან ეს ლამაზი ჟესტი იყო.

საერთოდ კი, "ბარსამ" ეს სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. 29 ნოემბერს, მადრიდის "რეალის" 5:0 დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ არავინ დაუეჭვებია, რომ ჩემპიონატს მოიგებდა.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში კატალონიელები დაგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით თავიანთ რეკორდს ვერ გაიმეორებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბლაუგრანა" ორ დარჩენილ მატჩს მოიგებს, ერთი ქულით ნაკლებს მოიპოვებს ვიდრე შარშან - 98.

თუმცა, "ბარსელონაში" ეს ქულები ახლა არავის აინტერესებს. კლუბი თავის ისტორიაში ჩემპიონატში 21-ედ იმარჯვებს, ხოსეპ გვარდიოლა კი , რომელიც გუნდს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა, ზედიზედ მესამე ტიტულს იგებს.

ახლა კატალონიელთა ფიქრები მთლიანად ინგლისის ჩემპიონ "მანჩეტსერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისკენ იქნება მიმართული.

ესპანეთი. ლა ლიგა XXVI ტური
ალმერია-ვილიარეალი 0:0
ალმერია: ესტებანი, ბადიასი, პელერანო (60. აკასიეტე), მარსელო სილვა, როდრიგესი, მიჩელი, კორონა (86. ხუანიტო), ბერნარდელო, პიატი, ორტისი, ულოა (67. გოიტომი).
ვილიარეალი: ლოპესი, მარჩენა, მუსაჩო, სენა (58. კანი), კაპედვილია, მარტინესი, ბრუნო, სანტი კასორლა, ვალერო, როსი (57. მარკო რუბენი), ნილმარი (78. მუბარაქი).
გაფრთხილება: ულოა, პიატი, ბერნარდელო - მარტინესი
კუთხური: 10-9; ჯარიმა: 11-5; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15(3)-12(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 5 500

ლევანტე-ბარსელონა 1:1
ლევანტე: მუნუა, ნანო, ბალესტეროსი, ხუანფრანი, ხავი ვენტა, ჩავი ტორესი, დე ლა ფუენტე, პალარდო (81. ლარეა), ნადალი, ვალდო, კაისედო (75. სტუანი).
ბარსელონა: ვიქტორ ვალდესი, პიკე, მასკერანო, აბიდალი (62. ფონტასი), დანი ალვეში, ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ვილია (86. პედრო), მესი, აფელაი.
გოლები: 0:1 კეიტა (28), 1:1 კაისედო (41)
გაფრთხილება: დე ლა ფუენტე - პიკე
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-4; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9(2)-10(2); ბურთის ფლობა: 16%-84%.
მაყურებელი: 20 000

სოსიედადი-სარაგოსა 2:1
სოსიედადი: ბრავო, დემიდოვი, ანსოტეგი, დე ლა ბელა, მარტინესი, არანბურუ, გუტიერესი (75. იფრანი), ტამუდო, სურუტუსა (66. სუტილი), გრისმანი, ჩაბი პრიეტო.
სარაგოსა: დობლასი (65. ფრანკო), და სილვა, ლანსარო (90. სინამა-პონგოლე), პარედესი, იაროშიკი, გაბი, პონსიო, უჩე, ერერა, ბერტოლო (47. ბუტაჰარი), ლაფიტა.
გოლები: 1:0 რაულ ტამუდო (24), 1:1 გაბი (53), 2:1 არანბურუ (88)
გაფრთხილება: გრისმანი, სურუტუსა, რაულ დამუდო, იფრანი - ლანსარო, ერერა
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 22-21; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 14(4)-11(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 27 000

ესპანიოლი-ვალენსია 2:2
ესპანიოლი: კამენი, როდრიგესი, ამატი, ტორესი, გალანი, ვერდუ, ლოპესი, ოსვალდო, ალონსო (53. მარკესი), კალიეხონი (63. ვასკესი), ლუის გარსია (84. ფონტე).
ვალენსია: სესარი, იბანიესი, დავიდ ნავარო, თოფალი, მატიო, ბრუნო (74. მიგელი), ბანეგა, მატა (85. ალბელდა), ხოაკინი, ხონასი (69. ხორდი), სოლდადო.
გოლები: 0:1 სოლდადო (9), 1:1 ოსვალდო (19), 1:2 მატა (25), 2:2 გალანი (76)
გაფრთხილება: ამატი, ფონტე - სესარი, სოლდადო, ბანეგა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 20(7)-20(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 23 652

ერკულესი-მალიორკა 2:2
ერკულესი: ველტჰუიზენი, კორტესი, აბრაამ პასი, პამარო, პენია, კიკო, აბელ აგილარი, ფარინოსი (46. ფრიტცლერი), სენდოა (55. ლუის კარლოსი), ტიაგო გომესი (81. ვალდესი), ტრეზეგე.
მალიორკა: ლუქსი, სენდროსი (46. კასადესუსი), ნუნიესი, რამისი, აიოსე, ნსუე (64. აკი), ჟოაო ვიქტორი, მარტი, დე გუსმანი (68. პინა), პერეია, ვებო.
გოლები: 1:0 სენდოა (12), 2:0 სენდოა (42), 2:1 კასადესუსი (75), 2:2 ვებო (79)
გაფრთხილება: ტიაგო გომესი, აგილარი - სენდროსი, აკი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 11(3)-8(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 17 000

ოსასუნა-სევილია 3:2
ოსასუნა: რიკარდო, ნელსონი (45. დამია), სერხიო, მიგელ ფლანიო (85. ლეკიჩი), მონრეალი, პუნიალი, ვადოჩი, სეხუდო, კამუნიასი, კალიეხა (46. პანდიანი), კიკე სოლა.
სევილია: ხავი ვარასი, სერხიო სანჩესი (81. დრაგო), ბერნარდო, ესკუდე, დაბო, აკოსტა (66. კაპელი), მედელი, ფასიო (62. სოკორა), პეროტი, კანუტე, ნეგრედო.
გოლები: 0:1 ნეგრედო (25), 0:2 ნეგრედშო (28), 1:2 კიკე სოლა (46), 2:2 კიკე სოლა (87), 3:2 ლეკიჩი (90)
გაძევება: მედელი (90. სევილია)
გაფრთხილება: სეხუდო, პანდიანი - დაბო, სერხიო სანჩესი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(8)-5(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 17 921

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 36 29 5 2 92-20 92
2. რეალი 36 27 5 4 91-31 86
3. ვალენსია 36 20 7 9 62-44 67
4. ვილიარეალი 36 18 8 10 53-40 62
5. ბილბაო 36 17 3 16 56-53 54
6. სევილია 36 15 7 14 56-58 52
7. ატლეტიკო 36 15 7 14 56-49 52
8. ესპანიოლი 36 15 4 17 44-51 49
9. რასინგი 36 12 10 14 39-52 46
10. მალაგა 36 13 6 17 52-64 45
11. მალიორკა 36 12 8 16 37-49 44
12. ლევანტე 36 12 8 16 40-50 44
13. სოსიედადი 36 14 2 20 47-62 44
14. ოსასუნა 36 12 8 16 44-44 44
15. სპორტინგი 36 10 13 13 33-41 43
16. დეპორტივო 36 10 12 14 31-45 42
17. ხეტაფე 36 11 7 18 46-59 40
18. სარაგოსა 36 10 9 17 37-52 39
19. ერკულესი 36 9 7 20 35-58 34
20. ალმერია 36 5 12 19 32-61 27

ბომბარდირები: 36 - რონალდო (რეალი); 31 - მესი (ბარსელონა); 18 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 17 - ნეგრედო (სევილია), ფ. ლორენტე (ბილბაო), აგუერო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული