როგორ მოიგო ბარსამ ტიტული

AutoSharing Option
აგვისტო

I ტური
რასინგი-ბარსა 0:3
(მესი, ინიესტა, ვილია)

კანტაბრიაში სეზონი მესის ბრწყინვალე შორეული დარტყმით გახსნა გუნდმა. ამას მოყვა დავიდ ვილიას პირველი გოლი "ბლაუგრანას" მაისურით. სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

სექტემბერი

II ტური
ბარსა-ერკულესი 0:2

კატალონიელები მიწაზე დაანარცხეს - პარაგვაელი ნელსონ ვალდესის გოლმა მხოლოდ კატალონია კი არა, მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.

III ტური
ატლეტიკო-ბარსა 1:2
(მესი, პიკე)

რთული გამარჯვება "ვისენტე კალდერონზე", რომელიც ჩემპიონს ძალიან ძვირი დაუჯდა - ჩეხი ტომაშ უიფალუში მესის ეუხეშა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

IV ტური
ბარსა-სპორტინგი 1:0
(ვილია)

გამარჯვების გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისში
დავიდ ვილიამ გაიტანა. ეს სწორედ ის თამაშია, რომლის გამოც ჟოზე მოურინიომ "სპორტინგის" თავკაცი მანუელ პრესიადო გააკრიტიკა, განგებ სუსტი შემადგენლობა გაიყვანაო.

V ტური

ბილბაო-ბარსა 1:3
(კეიტა, ჩავი, ბუსკეტსი)

"სან მამესზე" გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ თამაშში ბილბაოელი ამორებიეტა და ბარსელონელი ვილია გააძევეს.

ცხრილი თვის ბოლოსთვის

1. ვილიარეალი 5 4 0 1 10-4 12
2. ბარსელონა 5 4 0 1 9-4 12

ოქტომბერი

VI ტური
ბარსელონა-მალიორკა 1:1
(მესი)

მესი დაბრუნდა ტრავმის შემდეგ და გაიტანა, მაგრამ "ბარსამ" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. კუნძულელებმა კი ემილიო ნსუეს თავურის წყალობით ბალეარებზე ქულა წაიღეს.

VII ტური
ბარსა-ვალენსია 2:1
(ინიესტა, პუიოლი)

"ვალენსია" კარგა ხანს იგებდა პაბლო ერნანდესის გოლის წყალობით. გუნდს გამარჯვება კაპიტანმა პუიოლმა მოუტანა, რომელმაც მეორე ტაიმში არანორმალური სიმძლავრის თავური გაიტანა.

VIII ტური
სარაგოსა-ბარსა 0:2
(მესი 2)

მესის პირველი დუბლი სეზონში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი.

IX ტური
ბარსა-სევილია 5:0
(მესი 2, ვილია 2, დანი ალვეში)

და აი, როგორც იქნა "ბარსელონამ" საჩემპიონო თამაში აჩვენა. მანამდე კატალონიელებმა "სევილია" სუპერთასზე გაანადგურეს და არც ახლა დაინდეს. მესის და ვილიას შეკავება იმ დღეს შეუძლებელი იყო.

ცხრილი თვის ბოლოსთვის

1. რეალი 9 7 2 0 25-5 23
2. ბარსელონა 9 7 1 1 19-6 22

ნოემბერი

X ტური
ხეტაფე-ბარსა 1:3
(მესი, ვილია, პედრო)

მესიშოუ მადრიდის გარეუბანში, "ლა პულგას" ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე პასია.

XI ტური
ბარსა-ვილიარეალი 3:1
(ვილია, მესი 2)

ამ თამაშში უნდა გამოჩენილიყო, რამდენად რეალური იყო "ვილიარეალის" საჩემპიონო განაცხადი. "ელ სუბმარინოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეუტია და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშიც გაჩაღდა, მაგრამ ვალენსიელებმა მესის შეჩერება ვერ შეძლეს.

XII ტური
ალმერია-ბარსა 0:8
(მესი 3, კრკიჩი 2, ინიესტა, პედრო, ავტოგოლი)

ხუანმა ლილიოს გუნდმა გახსნილი ფეხბურთი შესთავაზა მეტოქეს და მწარედ დაისაჯა. ანდალუსიელთა მწვრთნელი თამაშის დასრულებისთანავე მოხსნეს.

XIII ტური
ბარსა-რეალი 5:0
(ვილია 2, ჩავი, პედრო, ხეფრენი)

პირველი "ელ კლასიკო", მოურინიოს გუნდი "კამპ ნოუზე" მწარედ დაისაჯა. "ბარსელონამ" მოედანზე დაუმტკიცა ლიდერს, რომ უკეთესი გუნდია. დავიდ ვილიამ დუბლით გამოიჩინა თავი. "კლასიკოს" მერე "ბარსელონა" გალიდერდა და პირველი ადგილი აღარ დაუკარგავს.

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 13 11 1 1 38-8 34
2. რეალი 13 10 2 1 33-11 32

დეკემბერი

XIV ტური
ოსასუნა-ბარსა 0:3
(მესი 2, პედრო)

მესის მორიგი დუბლი (პენალტის დახმარებით), "ბარსელონა" ინარჩუნებს ბრწყინვალე ფორმას.

XV ტური
ბარსა-რეალ სოსიედადი 5:0
(მესი 2, ვილია, ინიესტა, კრკიჩი)

თითქოს, ბასკები კარგ ფორმაში ესტუმრნენ "კამპ ნოუს", მაგრამ მათ სრული განადგურება ელოდათ. განსაკუთრებით კარგი იყო მესის ერთი გოლი, როცა დანი ალვეშთან წამებში სამი "კედელი" გაითამაშა.

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 16 14 1 1 51-9 43
2. რეალი 16 13 2 1 39-12 41

იანვარი

XVII ტური
ბარსა-ლევანტე 2:1
(პედრო 2)

შობისა და ახალი წლის დასვენების შემდეგ "ბარსა" ისევ დაუბრუნდა ტურნირს. დამაჯერებლად ვერ, მაგრამ მაინც აჯობა "ლევანტეს", რაშიც პედრო როდრიგესის წვლილი დიდია.

XVIII ტური
დეპორტივო-ბარსა 0:4
(ვილია, მესი, ინიესტა, პედრო)

გვახსენდება მესის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა.

XIX ტური
ბარსა-მალაგა 4:1
(ვილია 2, ინიესტა, პედრო)

"ბარსა" მეტოქეების განადგურებაზე გადავიდა, ის ძალიან ადრე დაწინაურდა "მალაგასთან" შეხედრაში. ვილიამ მორიგი დუბლი მიითვალა.

XX ტური
ბარსა-რასინგი 3:0
(პედრო, მესი, ინიესტა)

პედრო და ინიესტა ზამთარში სუპერფორმაში იყვნენ. ეს ერთხელ კიდევ გამოჩნდა - ამჯერად, II წრის პირველ მატჩში.

XXI ტური
ერკულესი-ბარსა 0:3
(მესი 2, პედრო)

კვლავ დიდი ანგარიში. "ბარსამ" "ერკულესზე" შური იძია, მესიმ კი დუბლი თამაშის მიწურულს შეასრულა.

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 21 19 1 1 67-12 58
2. რეალი 21 16 3 2 48-18 51

თებერვალი

XXII ტური

ბარსა-ატლეტიკო 3:0
(მესი 3)

მესიმ "ატლეტიკო" სამაგალითოდ დასაჯა (გახსოვთ ალბათ უიფალუშის უხეშობა მე03 ტურში) - ჰეთ თრიკი შეასრულა, პირველი სეზონში.

XXIII ტური

სპორტინგი-ბარსა 1:1
(ვილია)

"ელ მოლინონზე" "ბარსას" 15-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. "სპორტინგი" დავიდ ბარალის გოლით დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთი ადრე სტუმრები მარცხისგან ვილიამ იხსნა.

XXIV ტური

ბარსა-ბილბაო 2:1
(ვილია, მესი)

"ბარსა" ადრიანად კი დაწინაურდა, მაგრამ ბასკებმა იბრძოლეს და პენალტით გაათანაბრეს. მესიმ გუნდს გამარჯვება 78-ე წუთზე მოუტანა.

XXV ტური

მალიორკა-ბარსა 0:3
(მესი, ვილია, პედრო)

ისევ მესიშოუ, მან ძალიან ლამაზი გოლით დააწინაურა "ბარსა".

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 25 22 2 1 76-14 68
2. რეალი 25 19 4 2 55-19 61

მარტი

XXVI ტური

ვალენსია-ბარსა 0:1
(მესი)

ფუნდამენტური გამარჯვება, რომელმაც ჩაუყარა კიდეც საფუძველი საჩემპიონო სპურტს. უნაი ემერის გამართულმა ტაქტიკამაც არ უშველა "ვალენსიას", მესის წინაშე ესეც უძლური გამოდგა.

XXVII ტური

ბარსა-სარაგოსა 1:0
(კეიტა)

ოთხ დღეში "ბარსას" "არსენალთან" თამაში ელოდა და ყველა ამ თამაშზე ფიქრობდა. გამარჯვების გოლი კეიტამ მესის ბრწყინვალე სოლორეიდის შედეგად გაიტანა.

XXVIII ტური
სევილია-ბარსა 1:1
(კრკიჩი)

მორიგი წაფორხილება. თამაშის დასაწყისში პედრომ ტრავმა მიიღო, ანგარიში კი სწორედ მისმა შემცვლელმა ბოიან კრკიჩმა გახსნა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ხესუს ნავასის წყალობით გაათანაბრეს, ხოლო მატჩის მიწურულს ალვარო ნეგრედომ "ბარსას" დამარცხების ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელები მარცხს გადაურჩნენ.

XXIX ტური
ბარსა-ხეტაფე 2:1
(დანი ალვეში, კრკიჩი)

"ბარსა" თავიდანვე დაწინაურდა და მხოლოდ ბოლოსკენ ანერვიულა გულშემატკივარი. ისე კი, იოლი გამარჯვება იყო.

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 29 25 3 1 81-16 78
2. რეალი 29 23 4 2 69-21 73

აპრილი

XXX ტური

ვილიარეალი-ბარსა 0:1
(პიკე)

"რეალის" სენსაციურმა საშინაო მარცხმა "სპორტინგთან", "ბარსელონას" ფეხბურთელები ოდნავ მოადუნა. ამ მატჩის გმირები ვიქტორ ვალდესი და ჟერარდ პიკე იყვნენ.

XXXI ტური
ბარსა-ალმერია 3:1
(მესი 2, ტიაგო ალკანტარა)

ფანტასტიკური მეორე ტაიმი! ქებათა ქება "ალმერიას", რომელიც ისევ არ შეუშინდა მეტოქეს (მწარე გამოცდილების მიუხედავად) მეორე ტაიმის დასაწყისში პიატის პასით კორონამ დააწინაურა თავისიანები, მაგრამ მალევე მესიმ პენალტი გაათანაბრა, ხოლო ტიაგო ალკანტარას თავურმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა.

XXXII ტური

რეალი-ბარსა 1:1
(მესი)

მეორე "კლასიკო" სეზონში, გაზაფხულის "კლასიკოების" სერიალის პირველი ნაწილი. რაულ ალბიოლი გააძევეს და მესიმ პენალტი გაიტანა, მაგრამ კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. ქულა, რომელიც "ბარსას" სავსებით აწყობდა.

XXXIII ტური

ბარსა-ოსასუნა 2:0
(ვილია, მესი)

ორთვიანი უგოლობის შემდეგ, როგორც იქნა ვილიამ გაიტანა. "ბარსამ" არათვალსასეირო, მაგრამ მნიშვნელოვანი მოგება მოიპოვა.

XXXIV ტური

რეალ სოსიედადი-ბარსა 2:1
(ტიაგო ალკანტარა)

ეს იყო სეზონის მეორე მარცხი. "რეალთან" საჩემპიონთალიგო ჯახის წინ გვარდიოლას გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.

ცხრილი თვის ბოლოს

1. ბარსელონა 34 28 4 2 89-20 88
2. რეალი 34 25 5 4 81-29 80

მაისი

XXXV ტური

ბარსელონა-ესპანიოლი 2:0
(ინიესტა, პიკე)

გუნდმა დერბი მოიგო მშვიდად და აუღელვებლად.

XXXVI ტური

ლევანტე-ბარსა 1:1
(კეიტა)

"ბარსას" მე-5, მაგრამ "ოქროს" ფრე სეზონში.

ცხრილი დღეისათვის

1. ბარსელონა 36 29 5 2 92-20 92
2. რეალი 36 27 5 4 91-31 86

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული