36-ე ტურმა "ბარსელონა" ზედიზედ მესამედ გააჩემპიონა, "ვილიარეალს" ჩემპიონთა ლიგის საგზური დაუმტკიცა, "ერკულესს" კი სეგუნდადივიზიონში დაბრუნება გამოუწერა.
ნაკრები და ანტინაკრები
ამჯერად, ტრადიციას გადავუხვევთ და გთავაზობთ არა მარტო ტურის სიმბოლურ ნაკრებს, არამედ ტურის ანტინაკრებსაც. ორივე გოლ.კომ-ის ესპანურენოვანი რედაქციის მიერაა შედგენილი.
ტურის სიმბოლური ნაკრები: კაბალიერო (მალაგა)
ტურის ანტინაკრები: სესარი (ვალენსია) - მანე (ხეტაფე), დომინგესი (ატლეტიკო), კასტილიო (ბილბაო), პიკე (ბარსელონა) - პარეხო (ხეტაფე), მედელი (ატლეტიკო), ელიასი (ატლეტიკო) - არისმენდი (ხეტაფე), ბილიჩი (სპორტინგი), ფორლანი (ატლეტიკო); მწვრთნელი: კიკე ფლორესი (ატლეტიკო).
ტურის მსხვერპლნი
ნელსონი და კამუნიასი (ოსასუნა): "სევილიასთან" მატჩში ნავარელთა მცველმა კოჭი იტკინა და სეზონის ბოლომდე გამოაკლდა "ოსასუნას". პორტუგალიელი ლაუტარო აკოსტასთან შეჯახებისას დაშავდა. ამავე მატჩში ხავიერ კამუნიასს თვალთან რამდენიმე ნაკერი დაადეს, თუმცა ნახევარმცველი ახლა უკეთაა და "ხეტაფესთან" თამაშს შეძლებს.
პირველი...
მადრიდის "რეალში" დებიუტი ჰქონდა 22 წლის გოლკიპერ ტომას მეხიასს. მან "ხეტაფესთან" მატჩის 84-ე წუთზე ანტონიო ადანი შეცვალა. მეხიასი 12 წლის ასაკიდან "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობდა.
ბეტისი დაბრუნდა
სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურში ლიდერმა "ბეტისმა" 3:1 დაამარცხა "ტენერიფე" და პრიმერადივიზიონს 2-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. "ვერდიბლანკოსის" შემადგენლობაში გოლები რუბენ კასტრომ, სალვა სევილიამ და ისიდორომ გაიტანეს. ახლა პეპე მელის გუნდი 13 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან "გრანადას", სეგუნდაში კი 4 ტურია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ "ბეტისი" სევილიის კლუბია. 2009 წელს "ბეტისმა" 42 ქულა მოაგროვა, მაგრამ "ხეტაფესთან" ცუდი ბალანსის გამო დაქვეითდა. შარშან კი სევილიური კლუბი პლეი ოფში "ლევანტესთან" დამარცხდა. "ბეტისი" 1935 წელს ესპანეთის ჩემპიონიც კი იყო...
ტურის სტატისტიკა
10 თამაშში 30 გოლი გავიდა (3 გოლი მატჩში). მასპინძლებმა იძალეს: 6 მატჩი მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. ტურში მსაჯებმა 45 ყვითელი ბარათი და 1 წითელი აჩვენეს.
ყველაზე მეტი მაყურებელი: 55 000 - სანტიაგო ბერნაბეუ.
ნაკლები მაყურებელი: 7 000 - მედიტერანეო.
დარტყმა: 20 - ესპანიოლი
ზუსტი: 8 - ოსასუნა, რეალი
ჯარიმა: 24 - რასინგი
კუთხური: 10 - ალმერია
თამაშგარე: 5 - მალაგა, რასინგი, რეალი, ალმერია, ერკულესი
ბურთის ფლობის %: 84 - ბარსელონა
TOP-10 "დონ ბალონის" მიხედვით
ფეხბ. გუნდი ქულა (თამ) საშ.
1. მესი ბარსელონა 235 (32) 7,34
2. რონალდო რეალი 230 (32) 7,19
3. როსი ვილიარეალი 234 (33) 7,09
4. ინიესტა ბარსელონა 237 (34) 6,97
5. კასორლა ვილიარეალი 236 (34) 6,94
6. ბ. ვალერო ვილიარეალი 222 (32) 6,94
7. დიეგო ალვეში ალმერია 227 (33) 6,88
8. ჩავი ბარსელონა 201 (30) 6,70
9. არანსუბია დეპორტივო 201 (30) 6,70
10. დანი ალვეში ბარსელონა 201 (30) 6,69