ზეიმი და სევდა: ლორკა ჩვენს გულებში

AutoSharing Option
ხვალ
ალმერია-მალიორკა 23:00
დისკვალიფიკაცია: ბერნარდელო (ალმ)
ტრავმა: ნიეტო, ფეგული - ავატე, კორალესი, ენრიხი, ტეხერა

ბილბაო-მალაგა 23:00
დისკვალიფიკაცია: გურპეგი - ნაჩო კამაჩო, დუდა
ტრავმა: ოსიო, სუსაეტა, კამპო, აურტენეჩე, კასერასი, რამალიო, სერიო - ასენხო, ოვუსუ-აბეიე, კალა, მალაგუენო

ატლეტიკო-ერკულესი 23:00
დისკვალიფიკაცია: უიფალუში - აგილარი
ტრავმა: გოდინი, პერეა - რუფეტე, სარი, ტომერი, ტოტე, კრისტიანი, დრენტე

ბარსელონა-დეპორტივო 23:00
ტრავმა: მონტოია, მილიტო, მაქსველი (?), კრკიჩი (?), ადრიანო (?), პუიოლი (?) - დეზმარე, ჟუკა, როდრიგესი, ურეტა, ტომასი

ხეტაფე-ოსასუნა 23:00
ტრავმა: დელ მორალი, ალბინი (?), ლოპესი, გავილანი - მასუდი, რუპერი, რობერტო, ფლანიო (?),
არანდა

სპორტინგი-რასინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: ტონიო (რას)
ტრავმა: ხიმენესი, სასტრე, კუელიარი - კოლსა, სერანო

სევილია-რეალ სოსიედადი 23:00
დისკვალიფიკაცია: მედელი, ზოკორა - ტამუდო
ტრავმა: რაკიტიჩი, კასერესი, ნავარო, გუარენტე, ალექსისი, ნავასი, ჩიგარინი (?) - ხ. ლორენტე

ვალენსია-ლევანტე 23:00
ტრავმა: ვისენტე, ბრუნო, დომინგესი, ნავარო (?), ტ. კოსტა - გონსალესი, ხუანლუ, პერესი, სერხიო, დელ ორნო

ვილიარეალი-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: ლ დიარა
ტრავმა: გონსალო, ოლივა, ა. ლოპესი - კაკა, გაგო, ხედირა

სარაგოსა-ესპანიოლი 23:00
ტრავმა: დიოგო, კონტინი, ლაგუარდია - დატოლო, დუშერი, ფორლინი, მატიონი, ს. გარსია, პენია, ბაენა, ალვარესი (?)

წინა 36 ტურმა ჩემპიონი გაარკვია. ასე თუ ისე, ცხადია ევროთასების 7 საგზურის მფლობელთა ვინაობა. "პიჩიჩის" კრიშტიანო რონალდო აღარ დაანებებს ლეო მესის. რაღა დარჩა? გასარკვევია იმ ერთი უიღბლო კლუბის სახელი, რომელიც "ერკულესთან" და "ალმერიასთან" ერთად დატოვებს ელიტას. აი, აქ კი სუპერდაძაბულობაა - თეორიულად მე-10 ადგილზე მყოფი "მალაგას" დაწევა მე-18 ადგილოსან "სარაგოსას" კი შეუძლია.

ასე რომ, სეგუნდადივიზიონში გავარდნა რეალურად 9 კლუბს ემუქრება: "სარაგოსას" (39 ქულა), "ხეტაფეს" (40), "დეპორტივოს" (42), "სპორტინგს" (43), "რეალ სოსიედადს" (44), "ოსასუნას" (44), "მალიორკას" (44) , "ლევანტეს" (44) და "მალაგას" (45). ყველაზე ცუდად საქმე, რა თქმა უნდა, ხავიერ აგირეს "სარაგოსას" აქვს, რომელიც კვირას "ესპანიოლს" მასპინძლობს. მუნდიალზე მექსიკის ნაკრების გამწვრთნელმა ხავიერ აგირემ განაცხადა: "ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი ორივე თამაში მოვიგოთ, ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და ვნახოთ, რა მოხდება". აგირეს გუნდს, ისევე როგორც ბევრ სხვას, რომელიც გავარდნის პირასაა ურთულესი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სეგუნდაში დაქვეითება მისთვის ძალზე სერიოზული დარტყმა იქნება. შეგახსენებთ, რომ არაგონულმა კლუბმა 16 წლის წინათ ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში 2:1 დაამარცხა ლონდონის "არსენალი".

"მარკას" ვებგვერდი გულშემატკივართა გამოკითხვას აწარმოებს, ერთადერთი კითხვით - ვინ გაიზიარებს "ერკულესისა" და "ალმერიას" ბედს. 40% მიიჩნევს, რომ უიღბლო "სარაგოსა" იქნება, 39,9% კი - "ხეტაფე", რომელიც დუბაის კონსორციუმმა შეიძინა. "დეპორტივოს" "შანსებს" 9%-ით აფასებენ, შემდეგ მოდიან: "ოსასუნა" (3,3%) და "რეალ სოსიედადი (2,2%). სხვებს კი ნაკლები საფრთხე ემუქრებათ.

"მალაგას" ჩილელი თავკაცი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ ერთი თვის წინათ, რომ ეთქვათ სეზონის ბოლოს 45 ქულით დაასრულებთო, ეგრევე მოვუწერდი ხელსო. ახლა კი, შესაძლოა, ეს 45 ქულაც არ იყოს საკმარისი დასარჩენად.

ჩემპიონი "კამპ ნოუზე" ზეიმისთვის ემზადება, "ბარსამ" ტრიუმფი უნდა ჩაიბაროს. აი, მის მეტოქეს, ერთ დროს "ბარსელონას" სერიოზულ კონკურენტ "დეპორტივოს" კი სულაც არა აქვს საზეიმოდ საქმე - გუნდი გავარდნის პირასაა.

პეპ გვარდიოლამ "ლევანტესთან" ქულის მოპოვებისა და გაჩემპიონების შემდეგ პირველად გუნდი ხუთშაბათს ავარჯიშა. ეს იყო "ბარსას" ყველაზე სახალისო ვარჯიში სეზონში - ფეხბურთელთა და მწვრთნელთა განწყობა ამაღლებული იყო. გუნდთან ერთად ივარჯიშა ადრიანომ, სხვა ტრავმირებულებმა კი (მილიტო, პუიოლი) კი - კვლავ ცალკე. გვარდიოლამ პარასკევი დასვენების დღედ გამოაცხადა, ასე რომ, გუნდი მხოლოდ დღეს შეიკრიბება "დეპორტივოსთან" მატჩისთვის მოსამზედებლად. გუშინ კი გუნდმა ღია ავტობუსით ბარსელონას ქუჩები ზეიმით მოიარა.

ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულების მოგროვების სპეციალისტია - "ბარსელონამ" ბოლო 20 წელიწადში 11 ტიტული მოიგო და აქედან 9 შემთხვევაში გვარდიოლაც ტრიუმფატორთა შორის იყო, 6-ჯერ როგორც ფეხბურთელი და 3-ჯერ როგორც მწვრთნელი. სულ კი გვარდიოლას 25 ტიტული აქვს მოპოვებული (16 ფეხბურთელობისას, 9 მწვრთნელობისას), "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მიგელ მუნიოსმა კი 23 ტიტული მოაგროვა.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზეიმი ოდნავ შეკვეცეს. ამის მიზეზი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრაა - მურსიის ქალაქ ლორკაში 9 ადამიანი დაიღუპა. ამის გამო "კამპ ნოუზე" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დროშები სანახევროდ დაშვებული იყო, ხოლო მოზეიმე "ბარსას" ავტობუსზე ბანერი იყო გამოკრული: "ლორკა ჩვენს გულებში". "დეპორტივოსთან" მატჩიც წუთიერი დუმილით დაიწყება.

"რეალი" ბოლო საგარეო მატჩს "ვილიარეალთან" თამაშობს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს მე-3 ადგილის დაკავების თეორიული შანსი. ჟოზე მოურინიომ 2-დღიანი დასვენების შემდეგ პარასკევს გამოიყვანა გუნდი სავარჯიშოდ, თუმცა მედიას კარი მიუხურა...


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 36 29 5 2 92-20 92
2. რეალი 36 27 5 4 91-31 86
3. ვალენსია 36 20 7 9 62-44 67
4. ვილიარეალი 36 18 8 10 53-40 62
5. ბილბაო 36 17 3 16 56-53 54
6. სევილია 36 15 7 14 56-58 52
7. ატლეტიკო 36 15 7 14 56-49 52
8. ესპანიოლი 36 15 4 17 44-51 49
9. რასინგი 36 12 10 14 39-52 46
10. მალაგა 36 13 6 17 52-64 45
11. მალიორკა 36 12 8 16 37-49 44
12. ლევანტე 36 12 8 16 40-50 44
13. სოსიედადი 36 14 2 20 47-62 44
14. ოსასუნა 36 12 8 16 44-44 44
15. სპორტინგი 36 10 13 13 33-41 43
16. დეპორტივო 36 10 12 14 31-45 42
17. ხეტაფე 36 11 7 18 46-59 40
18. სარაგოსა 36 10 9 17 37-52 39
19. ერკულესი 36 9 7 20 35-58 34
20. ალმერია 36 5 12 19 32-61 27

ბომბარდირები: 36 - რონალდო (რეალი); 31 - მესი (ბარსელონა); 18 - ვილია (ბარსელონა), როსი (ვილიარეალი); 17 - ნეგრედო (სევილია), ფ. ლორენტე (ბილბაო), აგუერო (ატლეტიკო), სოლდადო (ვალენსია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული