სერხიო რამოსმა "რეალთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა.

ესპანეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება ახლა 3.5 მილიონი ევროდან 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. უფრო მეტს ჟოზე მოურინიოს გუნდში მხოლოდ კრიშტიანო რონალდო, კაკა, იკერ კასილიასი, ქარიმ ბენზემა და მესუთ იოზილი იღებენ.

მიმდინარე სეზონში სერხიო რამოსმა პრემირადივიზიონში 30, ესპანეთის თასზე 7 და ჩემპიონთა ლიგაში 8 მატჩი ჩააატარა. მცველის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს "რეალმა" ნური შაჰინი შეიძინა, აპრილის ბოლოს კი პეპეს 2015 წლამდე გაუგრძელა კონტრაქტი.

მომზადებულია
Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული