რამოსი-2017

AutoSharing Option
"დიარიო ას" იტყობინება, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა მცველმა სერხიო რამოსმა მიაღწია კლუბთან შეთანხმებას და "რეალთან" 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა ურთიერთობა.

მიმდინარე კონტრაქტი რამოსს 2016 წელს ეწურება, თუმცა მან კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივა "ბლანკოსის" წევრობა, თანაც ახალ კონტრაქტში უკეთესი ფინანსური პირობებია. 25 წლის რამოსი მადრიდულ კლუბში 2005 წელს გადავიდა "სევილიადან" და მას მერე 200-ზე მეტი მატჩი ითამაშა "რეალის" მაისურით.

"რეალის" ოფიციალურ საიტს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს. სერხიო რამოსის შემდეგ რიგში პეპეა, პორტუგალიელი 2015 წლამდე გააგრძელებს კონტრაქტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული