დასწევს "სიტი" ადებაიორზე ფასს?

AutoSharing Option
"რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორზე უფლებები სრულად გამოისყიდოს, თუ "მანჩესტერ სიტი" ფინანსურ დათმობებზე წავა.

მადრიდელებს ტოგოელში 6 მილიონი ევროს გადახდა შეუძლიათ და არა 16.5-ის, როგორც ეს "ქალაქელებს" სურთ.
ამ დროისთვის ადებაიორის აგენტი დარენ დინი "რეალის" ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის მომავალს არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ფორვარდი "რეალში" იჯარის წესით გამოდიოდა. მის ანგარიშზე 21 მატჩში გატანილი 5 გოლია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული