ხორხე ვალდანო: "რეალს" შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ სჭირდება

AutoSharing Option
"რეალის" გენერალურმა დიორექტორმა ხორხე ვალდანომ "ალმერიასთან" ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბს" სეზონთაშორისი შესვენების დროს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ სჭირდება.

"ალმერიასთან" მატჩმა შთაბეჭდილება დატოვა, რომ გუნდი შექმნილია და შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ სჭირდება. თუ რაიმე ცვლილებები მაინც გახდა საჭირო, ისინი უმნიშვნელო იქნება. დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ზეიმი იყო. მინდა კრიშტიანო რონალდოს მისი ბრწყინვალე ბომბარდირული მიღწევა მივულოცო. ეს ნამდვილი გმირობაა.

წელს შარშანდელზე ძლიერები ვიყავით და ჩვენი მიზანიც ეს იყო. მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთ გამოსვლას შევეცდებით", -
განაცხადა ვალდანომ.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული