მაშ ასე, "ბარსელონამ" ჩემპიონატი მოგებით დაასრულა, სტუმრად 3:1 სძლია "მალაგას" და ცხრილში საბოლოოდ 96 ქულა დააგროვა. ხოსეპ გვარდიოლამ ანდალუსიაში ძირითადად ახალგაზრდული გუნდი ათამაშა და არც გაემტყუნება,
"ბარსელონას" იბრაჰიმ აფელაის გაბრწყინებამ მოაგებინა, მან 76-ე წუთზე მინი-შედევრი მოაწყო და შორეულ კუთხეში შორი მანძილიდან გაიტანა. ამის შემდეგ დანი ალვეშის კუთხურს მარკ ბარტრას თავური მოჰყვა - 1:3.
ამის შემდეგ დაიწყო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომლის მთავარი ინტრიგა ის იყო, შეძლებდა თუ არა კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის რეკორდის დამხობას. მას აქამდე 38 გოლი ჰქონდა გატანილი. იმდენივე, რაც ტელმო ზარას და უგო სანჩესს. რონალდოს ამისთვის 4 წუთი დასჭირდა, ჩაბი ალონსოს ჩამოწოდებას, მისი გოლი მოყვა ახლო მანძილიდან. მაგრამ "რეალი" ისეთი შემართებით იყო გამოსული მოედანზე, რომ საბრალო "ალმერია" მისი გამჩერებელი არ ჩანდა. მესუთ იოზილი, ემანუელ ადებაიორი, ქარიმ ბენზემა და თავად რეკორდსმენი დიდებულად თამაშობდნენ. რონალდომ არაფრით მოისვენა, სანამ მე-40 გოლიც არ გაიტანა ჩემპიონატში, თანაც ბრწყინვალე სტილში შორეული დარტყმით.
საბოლოოდ, პორტუგალიელის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია! ჰეთ თრიკი შეასრულა ადებაიორმა, დუბლი - ბენზემამ. ერთი გოლიც შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა ხოსელუმ გაიტანა - 8:1 "რეალის" სასარგებლოდ. თამაშის მიწურულს "რეალის" ფეხბურთელებმა დერეფანი მოუწყვეს გუნდის ვეტერან მეკარე ირჟი დუდეკს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
გავარდნის "შანსი" 6 გუნდს ჰქონდა და მათ შორის იყო "დეპორტივოც", რომელიც შინ "ვალენსიას" მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ "ღამურებს" ეს მოგება არაფერში სჭირდებოდათ, მათ სპორტულ პრინციპს არ უღალატეს და არიც ადურისისა და რობერტო სოლდადოს გოლების წყალობით დაამარცხეს "რიასორზე" "დეპორი" - 2:0. სხვა თამაშები ისე დასრულდა, რომ გალისიური გრანდი პრიმერადივიზიონს დაემშვიდობა. ესპანეთის ჩემპიონატის არსებობის განმავლობაში "დეპორტივოს" ელიტაში 80-დან მხოლოდ 2 სეზონი არ გაუტარებია. კლუბი ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი გახდა (1999-2000 წლების სეზონში), ხუთჯერ გავიდა მეორე ადგილზე, თასი 2-ჯერ მოიგო, 2004 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უწია.
აი, ასე გავარდა ბებეტოს, მაურო სილვას, რივალდოს, ალვარო არბელოას, ხოან კაპდევილას, ლუის სუარესის, არმანსიოს, სილვენ ვილტორის, სესარ სამპაიოს, ჟაკ სონგოოს, ხოსე ემილიო ამავისკას, მიროსლავ ჯუკიჩის, ნურედინ ნაიბეტის, როი მაკაის და სხვა ვარსკვლავთა ყოფილი კლუბი.
"სარაგოსამ" თავი გავარდნისგან ვალენსიაში იხსნა, სადაც ადგილობრივ "ლევანტეს" მოუგო. სხვათა შორის, გავარდნის შესაძლო კანდიდატებისგან ვერც "მალიორკამ" და "ხეტაფემ" მიაღწიეს მიზანს, მაგრამ "დეპორტივოს" არ გაუმართლა.
ევროპის ლიგის მონაწილე სამივე გუნდმა მოიგო "სევილიამ", "ბილბაომ" და "ატლეტიკომ" მოიგეს, ერთნაირი ქულები დააგროვეს, ეს კი "ატლეტიკოს" არ აწყობდა კიკე ფლორესის გუნდი დარჩა მე-7 ადგილზე, რის გამოც ზაფხულში შვებულების შემცირება მოუწევს - ევროპის ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაერთოს.
* ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ: "ბარსელონა", "რეალი" და "ვალენსია".
* ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს "ვილიარეალი".
* ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ "სევილია" და "ბილბაო".
* ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს "ატლეტიკო".
* პრიმერადივიზიონიდან დაქვეითნენ: "დეპორტივო", "ერკულესი" და "ალმერია".
* უკვე ცნობილია პრიმერადივიზიონის ორი საგზურის მფლობელი: "ბეტისი" და "რაიო ვალეკანო".
* კრიშტიანო რონალდომ 40 გოლით მოიპოვა "პიჩიჩი" და ევროპის "ოქროს ბუცი".
* ზამორას პრიზი მოიპოვა ვიქტორ ვალდესმა.
* პრიმერადივიზიონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ლიონელ მესიმ შეასრულა - 18.
მალაგა-ბარსელონა 1:3
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო (86. არნაუ) - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, ელიზეუ - აპონიო (69. პორტილიო), ნაჩო კამაჩო - ს. ფერნანდესი, მარესკა, დუდა (69. ს. სილვა) - ხუანმი.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - ბარტრა, ფონტასი, აბიდალი (71. პედრო), მაქსველი - ტ. ალკანტარა, ს. რობერტო, ადრიანო (58. დანი ალვეში) - აფელაი, კრკიჩი, ხეფრენი (67. მასკერანო).
გოლები: 1:0 ს. ფერნანდესი (31), 1:1 კრკიჩი (43-პენ), 1:2 აფელაი (75), 1:3 ბარტრა (84)
გაფრთხილება: აპონიო, ელიზეუ, გამესი - აბიდალი, ალვეში
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-18 (4-8); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 28 500
ერკულესი-სპორტინგი 0:0
ერკულესი (4-3-3): ალბა - კორტესი, პასი (46. ხუანრა), პამარო, პენია - ფარინოსი, აგილარი, ტ. გომეში - კიკო (46. რუფეტე), ტრეზეგე (67. სენდოა), პორტილიო.
სპორტინგი (4-2-3-1): რაული - სასტრე, ხორხე, გრეგორი, კანელია - ლორა, ს. ალვარესი - მორანი, ნაჩო კასესი (63. მუნისი), აიოსე (64. ნაჩო ნოვო) - ბარალი (78. პოვესი).
გაფრთხილება: პორტილიო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-9 (4-2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 27 000
რეალი-ალმერია 8:1
რეალი (4-3-3): დუდეკი (77. ხესუსი) - სერხიო რამოსი, პეპე, ალბიოლი, არბელოა - იოზილი, ჩაბი ალონსო, კაკა (60. გრანერო) - ადებაიორი, ბენზემა (84. ხოსელუ), რონალდო.
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ხუანმა ორტისი, კ. გარსია, მ. სილვა, ლუნა - პელერანო (81. ხოსე ორტისი), ბერნარდელო - პიატი, კორონა, კრუსატი (60. ვარგასი) - კალუ უჩე (81. გოიტომი).
გოლები: 1:0 რონალდო (4), 2:0 ადებაიორი (31), 2:1 უჩე (32), 3:1 ბენზემა (47), 4:1 ადებაიორი (51), 5:1 ბენზემა (63), 6:1 ადებაიორი (72), 7:1 რონალდო (77), 8:1 ხოსელუ (87)
გაფრთხილება: ჩ. ალონსო - ხუანმა ორტისი
კუთხური: 15-6; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 27-6 (13-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 60 000
რასინგი-ბილბაო 1:2
რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი (54. კენედი), ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - ფრანსისი, ციოლისი, ლასენი, მუნიტისი (76. სისმა) - როზენბერგი (68. ი. ბოლადო), ჯ. დოს სანტოსი.
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, კასტილიო - დ. ლოპესი (88. გურპეგი), ორბაისი, ხ. მარტინესი, მუნიაინი (84. გაბილონდო) - ფ. ლორენტე, ტოკერო (73. ი. გომესი).
გოლები: 0:1 დ. ლოპესი (19), 0:2 ფ. ლორენტე (20), 1:2 კენედი (88)
გაფრთხილება: ლასენი, ენრიკე, ფრანსისი
გაძევება: ფრანსისი (73)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 18-9 (6-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 16 000
ლევანტე-სარაგოსა 1:2
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, როდასი, ბალესტეროსი (72. რობუსტე), სერა - ხ. ტორესი, პალიარდო - მუნიოსი (60. ხორდა), რ. სუარესი (55. ველინგტონი), მონტერო - სტუანი.
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, დ. სილვა, პარედესი - პონსიო, გაბი - ლაფიტა, ანდერი (72. ბერტოლო), ბუტაჰარი (64. ხ. ლოპესი) - უჩე (55. ბრაულიო).
გოლები: 0:1 გაბი (38), 0:2 გაბი (72), 1:2 სტუანი (79)
გაფრთხილება: პალიარდო, მუნუა, სტუანი, ტორესი, რობუსტე - გაბი, ბრაულიო, დიოგო, პარედესი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 3-20 (2-10); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 23 000
რეალ სოსიედადი-ხეტაფე 1:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, დემიდოვი, დე ლა ბელა - რივასი (85. ელუსტონდო), არანბურუ - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (46. სუტილი), გრიზმანი (69. ბერგარა) - ტამუდო.
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, კატა დიასი, მარიო (46. მანე), მარკანო - ბოატენგი, ვ. სანჩესი - რიოსი, ალბინი (71. პარეხო), მანუ (82. კასკერო) - მიკუ.
გოლები: 0:1 კატა დიასი (9), 1:1 სუტილი (65)
გაფრთხილება: მარიო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-8 (7-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 30 000
დეპორტივო-ვალენსია 0:2
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, მანუელ პაბლო - ხ. როდრიგესი, რ. პერესი - ადრიანი, ვალერონი, გუარდადო (81. ლასადი) - რიკი (66. ხისკო).
ვალენსია (4-2-3-1): სესარი - ბრუნო, დ. ნავარო, დეალბერტი, ალბა - ალბელდა, მ. ტოპალი - ხოაკინი, ბანეგა (60. ტ. კოსტა), მატა (71. ჟონასი) - ადურისი (81. სოლდადო).
გოლები: 0:1 ადურისი (4), 0:2 სოლდადო (94)
გაფრთხილება: პერესი - სესარი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 6-22; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 28-12 (6-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 34 000
ოსასუნა-ვილიარეალი 1:0
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი (71. სორიანო) - სეხუდო (86. კალეხა), პანდიანი (61. ვადოცი), კამუნიასი - კიკე სოლა.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, ტომასი, კატალა, კაპდევილა - ბ. ვალერო (80. ინსა), სენა (54. ვაკასო), ბრუნო, კასორლა (63. მატილია) - მ. რუბენი, როსი.
გოლი: 1:0 სეხუდო (41)
გაფრთხილება: პუნიალი - ვალერო, ბრუნო
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 21-10; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14-4 (6-3); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 19 500
მალიორკა-ატლეტიკო 3:4
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი (46. ჟოაო ვიქტორი), ნუნიეში, რამისი, აიოსე - ტეხერა (53. კასტრო), მარტი - ნსუე (71. ვიქტორი), დე გუზმანი, პერეირა - ვებო.
ატლეტიკო (4-2-3-1): დე ხეა - ვალერა, პულიდო, უიფალუში, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (68. ასუნსაო), ტიაგო - ხუანფრანი (82. რ. გარსია), რეიესი, კოკე - აგუერო (84. ელიასი).
გოლები: 0:1 აგუერო (12), 0:2 ხუანფრანი (18), 0:3 აგუერო (59), 1:3 დე გუზმანი (62-პენ), 2:3 ვებო (71), 2:4 აგუერო (81), 3:4 ვებო (92)
გაფრთხილება: აიოსე - პულიდო, ვალერა, გარსია
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 25-12 (14-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 14 500
ესპანიოლი-სევილია 2:3
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - გალანი, ამატი, რ. როდრიგესი, ჩიკა - ხ. ლოპესი, ვერდიუ (78. დე ლა პენია) - ლ. გარსია, ი. ალონსო (57. რუი ფონტე), ა. ვასკესი (67. კალეხონი) - ოსვალდო.
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, ს. სანჩესი, ესკუდე, დაბო - ალფარო, მედელი (88. ფასიო), რომარიკი, ლ. ალბერტო (71. რენატო) - კანუტე, ნეგრედო.
გოლები: 0:1 ნეგრედო (2), 0:2 კანუტე (46), 1:2 ოსვალდო (54), 1:3 ნეგრედო (62), 2:3 ვერდიუ (72)
გაფრთხილება: მედელი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-5 (7-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 25 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 38 30 6 2 95-21 96
2. რეალი 38 29 5 4 102-33 92
3. ვალენსია 38 21 8 9 64-44 71
4. ვილიარეალი 38 18 8 12 54-44 62
5. სევილია 38 17 7 14 62-61 58
6. ბილბაო 38 18 4 16 59-55 58
7. ატლეტიკო 38 17 7 14 62-53 58
8. ესპანიოლი 38 15 4 19 46-55 49
9. ოსასუნა 38 13 8 17 45-46 47
10. სპორტინგი 38 11 14 13 35-42 47
11. მალაგა 38 13 7 18 54-68 46
12. რასინგი 38 12 10 16 41-56 46
13. სოსიედადი 38 14 3 21 49-66 45
14. ლევანტე 38 12 9 17 41-52 45
15. სარაგოსა 38 12 9 17 40-53 45
16. ხეტაფე 38 12 8 18 49-60 44
17. მალიორკა 38 12 8 18 41-56 44
18. დეპორტივო 38 10 13 15 31-47 43
19. ერკულესი 38 9 8 21 36-60 35
20. ალმერია 38 6 12 20 36-70 30
ბომბარდირები: 40 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 31 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - სერხიო აგუერო (ატლეტიკო), ალვარო ნეგრედო (სევილია); 18 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), დავიდ ვილია (ბარსელონა), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 14 - სალომონ რონდონი (მალაგა); 13 - პაბლო ოსვალდო (ესპანიოლი), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ფელიპე კაისედო (ლევანტე); 12 - ფრედერიკ კანუტე (სევილია), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი); 11 - ნილმარი (ვილიარეალი), პიერ ვებო (მალიორკა); 10 - ლუიშ ფაბიანო (სევილია), გაბი (სარაგოსა), არიც ადურისი (ვალენსია), გონსალო იგუაინი (რეალი).