შემცირებაში "სამეფო კლუბის" მეკარე იეჟი დუდეკი, ნახევარმცველები: ფერნანდო გაგო, პედრო ლეონი, ლასანა დიარა, სერხიო კანალესი, მცველი ეზეკილ გარაი და ფორვარდი ემანუელ ადებაიორი მოყვებიან.
მადრიდელები ამ ფეხბურთელთაგან ზოგიერთის გაყიდვას, ზოგის კი იჯარით გასხვისებას გეგმავენ. რაც შეეხება ადებაიორს, ის "მანჩესტერ სიტის" დაუბრუნდება, საიდანაც "რეალში" იჯარით იყო გადასული.