"ბარსელონა" უახლოეს ხანში ხიხონის "სპორტინგის" 21 წლის მცველის, ხოსე ანხელის ყიდვას აპირებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება დღეს შედგება. გარიგების თანხა დაახლოებით ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში მოთამაშემ პრიმერაში 26 მატჩი ჩაატარა.
ამას გარდა, ხოსე ანხელს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.