შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მოურინიომ ევროპული ფეხბურთის მამები "ბარსას" მიმართ სიმპათიებში დაადანაშაულა, რისთვისაც უეფა-სგან 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო. მას მერე ჟოზე შეგნებულად აღარ მიდის პრესკონფერენციებზე, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ლა ლიგაში. მის მოვალეობას ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ასისტენტი
"მე მაქვს ძალზე უბრალო სურვილი სამომავლოდ - რომ ამიერიდან ზოგიერთმა პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ან საფეხბურთო ინსტიტუტებმა არ დაივიწყონ ის, რაც მათ ნაკლებად ახსოვდათ გასულ სეზონში - "ფეარ პლეის" პრინციპები. და ვუსურვებდი, რომ მათაც ეს ჰქონოდათ საქმიანობის საძირკველი მომავალში, როგორც გვქონდა და მომავალშიც გვექნება ჩვენ. "ფეარ პლეის" მხოლოდ ლაპარაკი შედეგს ვერ მოგვიტანს, საჭიროა შესაბამისად ქცევაც. ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რასიზმს. ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთ იქნება და ყველანი გავიხსენებთ ამ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ პრინციპებს."
მოურინიომ რასიზმი ტყუილად არ ახსენა. "რეალი"-"ბარსელონას" მატჩში სერხიო ბუსკეტსმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა ბრაზილიელ მარსელოს, თუმცა საბოლოოდ, საქმის განხილვის შემდეგ ფიფა-მ გადაწყვიტა, არ დაესაჯა კატალონიელი ნახევარმცველი.
ამის შემდეგ მოურინიომ მადლობა გადაუხადა "რეალის" გულშემატკივრებს: "სეზონი დასრულებულია და მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, ფეხბურთელები და მწვრთნელები ყოველთვის ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ეს დიდად გვეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ახლა ყველა ჩვენ ნაკლს გავაანალიზებთ და ახალ სეზონში უფრო გაგახარებთ."