გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ფინალში ფავორიტები არ არიან და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება კარგ ფინალს იხილავს. პეპმა
01:29 24-05-2011
250 ჟურნალისტი კამპ ნოუზე
AutoSharing Option
28 მაისის ფინალამდე უეფა ორივე ფინალისტ კლუბში მედიის დღეს აწყობს, რომელიც, ბუნებრივია, მომავალ ფინალს ეძღვნება. გუშინ "ბარსელონას" დღე იყო და ყურადღებით ისედაც განებივრებული "ბარსა" მთელი მსოფლიოს ცენტრში მოექცა. დღეს უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მედიის დღეა. კატალონიაში მედიის დღეზე 250-ზე მეტი ჟურნალისტი ჩავიდა. თითქმის ყველა სააგენტო (სპორტული თუ არასპორტული) თუ სხვა მედიასაშუალება გუშინ "კამპ ნოუს" დარბაზებში იმყოფებოდა. ჟურნალისტთა კითხვებს კი ხოსეპ გვარდიოლამ და ლეო მესიმ უპასუხეს.
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ფინალში ფავორიტები არ არიან და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება კარგ ფინალს იხილავს. პეპმა
ახსენა რომის 2009 წლის ფინალი და აღნიშნა, რომ იმ ჩანაწერს ამ დღეებში რამდენჯერმე უყურა. მესიმაც გაიხსენა, ის ფინალი და აღნიშნა, რომ ამჯერად სულ სხვა თამაშს ელის. არგენტინელმა ბევრი მსგავსება დაინახა "ბარსასა" და "იუნაიტედს" შორის და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს ხიბლავს შემტევი ფეხბურთი.
გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ფინალში ფავორიტები არ არიან და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება კარგ ფინალს იხილავს. პეპმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული