"ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდთან განშორება მაშინ მიწევს, როცა ის პრიმერადან გავარდა. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ვერ შევძელით "დეპორის" გადარჩენა. ფანებს ბოდიში, ჩვენ შევეცადეთ, მაგრამ გემი პორტში
10:22 24-05-2011
"დეპორტივომ" მწვრთნელიც დაკარგა
AutoSharing Option
"დეპორტივოს" თავკაცი მიგელ ანხელ ლოტინა თანამდებობიდან გადადგა. შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ლა ლიგის ერთ-ერთი გრანდი "დეპორი" ამ სეზონში მე-18 ადგილზე გავიდა და პრიმერადივიზიონს დაემშვიდობა. ბოლო ტურში გალისიელებმა საკუთარ "რიასორზე" 0:2 წააგეს "ვალენსიასთან", რომელსაც ეს მოგება აღარაფერში სჭირდებოდა. ლოტინამ 4 სეზონი უხელმძღვანელა კლუბს, წინა სამი "დეპორტივომ", რომელიც ძველებურად ვეღარ ყოჩაღობდა, მაინც შეძლო ათეულში ჩემპიონატის დასრულება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდთან განშორება მაშინ მიწევს, როცა ის პრიმერადან გავარდა. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ვერ შევძელით "დეპორის" გადარჩენა. ფანებს ბოდიში, ჩვენ შევეცადეთ, მაგრამ გემი პორტში
ვერ დავაბინავეთ. ამიტომ მე არ მაქვს უფლება თანამდებობაზე დავრჩე. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ესპანეთში 10-მდე გუნდს ჩამოვთვლი, რომელიც ჩვენზე უკეთესი არაა, მაგრამ ჩვენ გავვარდით".
"ძალიან ვწუხვარ, რომ გუნდთან განშორება მაშინ მიწევს, როცა ის პრიმერადან გავარდა. ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ვერ შევძელით "დეპორის" გადარჩენა. ფანებს ბოდიში, ჩვენ შევეცადეთ, მაგრამ გემი პორტში
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული