"კლუბის ხელმძღვანელობას შევატყობინე, რომ წასვლა მსურს. მათ ყველა სხვა კლუბიდან მიღებული წინადადების განხილვა ვთხოვე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კლუბის გამოცვლის სურვილი, უპირველეს ყოვლისა, სპორტული და არა ფინანსური გარემოებებითაა გამოწვეული. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. კლუბის მადლობელი ვარ, ყველაფრის გამო რაც ჩემთვის ამ წლების გამო გააკეთა. ხელმძღვანელობას მოველაპარაკე, რომ 2011 წელს ჩემს წასვლას ხელს არავინ შეუშლის", - განაცხადა მოთამაშემ.
შეგახსენებთ, რომ აგუეროთი ისეთი კლუბები არიან დაინტერესებული, როგორიცაა "იუვენტუსი",
22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. იანვარში მან კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით