"ბარსელონას" ორი ფეხბურთელი "წარუმატებლების ნაკრებში" მოხვდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელები გაბრიელ მილიტო და ბოიან კრკიჩი ესპანეთის 2010/11 წლის ჩემპიონატის წარუმატებელთა ნაკრებში მოხვდნენ. ეს გუნდი (11 მოთამაშე) პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა Goal.com-მა შეადგინა. გასულ სეზონში "ბარსელონამ" ქვეყნის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.

მცველმა მილიტომ მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომლის გამოც დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა, ფორმის აღდგენა ვერაფრით შეძლო. ცენტრალური მცველის კარლეს პუიოლის ტრავმის მიუხედავადაც კი, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაცვის ცენტრში ადგილს არა მილიტოს, არამედ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსს და ხავიერ მასკერანოს ანდობდა.

რაც შეეხება კრკიჩს, ისიც მასზე დამყარებულ იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს.
სეზონის დაწყების წინ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ცხრანომრიანი მაისურა მიიღო, მაგრამ კარგი თამაში ვერ აჩვენა. შესაძლოა, მილიტომ და კრკიჩმა "ბარსელონა" ამ ზაფხულს დატოვონ.

"ბარსელონას" მოთამაშეების გარდა ესპანეთის ჩემპიონატის წარუმატებელთა ნაკრებში "სევილიას" მეკარე ანდრეს პალოპი, მცველები სისინიო ("ვილიარეალი"), ლუის პერეა ("ტლეტიკო"), ნახევარმცველები პედრო ლეონი, სერხიო კანალესი ( ორივე "რეალი"), როისტონ დრენტე ("ერკულესი"), ლუკა ჩიგარინი ("შევილია") , თავდამსხმელები ლუის ფაბიანო ("შევილია") და დიეგო ფორლანი ("ტლეტიკო") მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული