"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: არც დე ხეას, არც "მანჩესტერს", ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერსომ უარყო ინფორმაცია, თითქოს გოლკიპერ დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.

"ამის შესახებ არაფერი ვიცით. არც "მანჩესტერ იუნაიტედს", არც ფეხბურთელს, ჩვენთვის ოფიციალურად არაფერი უცნობებიათ.

დე ხეამ ძალიან კარგად იცის, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოების უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მყიდველმა აუცილებელი კომპენსაცია უნდა გადაგვიხადოს", - თქვა სერესომ.

დე ხეას კონტრაქტში მისი გადასვლის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხაა აღნიშნული. ის 25 მილიონ ევროს (22 მილიონ ფუნტს) შეადგენს.

თავად ფეხბურთელმა, რომლის მოქმედი კონტრაქტიც 2013 წლამდეა
გათვლილი, არაერთხელ გაანცხადა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული