"ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში პრივილეგიაა. ამ თამაშის წინ რაიმე განსაკუთრებულ წნეხს არ ვგრძნობ. მომწონს, როდესაც ხალხი ჩემი და ჩემი გუნდის თამაშისგან სიამოვნებას იღებს. გულშემატკივრებისთვის ტიტულების მოგება ძალიან მომწონს.
ყოველთვის ყველაფერს უბრალოდ ვეკიდები - ამ მხრივ ძალიან მშვიდი იმიტომ ვარ, რომ უკვე დიდი ხანია ყველაფერი გამოგვდის.
სიმართლე გითხრათ, ფეხბურთს ცოტას ვუყურებ, მაგრამ ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძლიერი გუნდია. მათ
არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სუსტი მხარეები აქვთ. "მანჩესტერი" ძალიან ძლიერი, ფიზიკურად კარგად მომზადებული და პროდუქტიული გუნდია.
ჩემი მომავალი? "ბარსელონაში" დარჩენა მსურს. თუმცა, ფეხბურთში არასდროს იცი, რა გელის მომავალში. ახლა აქ ხარ, ორი წლის შემდეგ კი გაგყიდიან. მაგრამ მაინც ყოველთვის "ბარსელონაში" თამაშს ვისურვებდი", - განაცხადა მესიმ.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით