"დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ატლეტიკოს" მეკარემ დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმა. ვაცხადებ, რომ ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
დე ხეა "ატლეტიკოსთან კონტრაქტის გაგრძელების წინადადებას ან ნებისმიერ სხვა შემოთავაზებას 30 ივნისამდე არ განიხილავს. ამ დრომდე ის ყურადღებას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლაზე გაამახვილებს", - განაცხადა დე ხეას აგენტმა.