ზიდანს "რეალში" დააწინაურებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზინედინ ზიდანი უახლოეს ხანში მადრიდის "რეალში" დაწინაურდება და სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. 2009 წლის შემოდგომიდან ზიდანი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მრჩეველის პოსტს იკავებდა. ამას გარდა, ის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსაც ეხმარებოდა.

"რეალის" მმართველობით სტრუქტურაში ცვლილებები გენერალურ დირექტორის ხორხე ვალდანოს გადადგომას უკავშირდება. Marca ზიდანს ვალდანოს შემცვლელად ასახელებს, მაგრამ კერძოდ რა მოვალეობას შესრულებს ფრანგი, არ აზუსტებს.

ზიდანი "რეალში" 2001-დან 2006 წლამდე გამოდიოდა. მადრიდული გუნდის შემადგენლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1998 წლის და ევროპის 2000 წლის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული