"მოურინიო ყველას ებრძოდა - ასე იყო პორტუგალიაშიც, ინგლისშიც და იტალიაშიც... ის ყველაფერში ეჩრება და იმას ამბობს, რის თქმასაც სხვები ვერ ბედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერს ბევრი მხარს უჭერდა და ესალმებოდა, მაგრამ შემდეგ მის გამო ისინი უფრო დაზარალდნენ. ისინი მას ეთანხმებოდნენ, ის მათ ნაცვლად ლაპარაკობდა და მის სიტყვებში იმაზე მეტი
ფლორენტინო პერესი მთელ ამ სიტუაციაში სასაცილოდ გამოიყურება. "რეალის" ნამდვილი პრეზიდენტი ამჟამად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოა. ეს დაქვემდებარებულის მიერ ხელმძღვანელის გაგდების პირველი შემთხვევაა. მოურინიო პრეზიდენტის წინაშე არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ფლორენტინო პერესი კლუბს საკუთარი სისულელის გამო დაშორდა", - თქვა კალდერონმა.
ასე შეაფასა კალდერონმა "რეალის" გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს გადადგომა, რომელიც პერესმა, კალდერონის აზრით, მოურინიოს ზეგავლენით განახორციელა.