"მალაგა" "ჰამბურგის" თავდამსხმელ ვან ნისტელროითი დაინტერესდა. გუნდს "რეალის" ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი წვრთნის, რომელსაც ფორვარდთან "სამეფო კლუბში" უკვე უმუშავია.
რადგან კლუბის მფლობელი ყატარელი შეიხი აბდულ ბენ ნასერ ალ-ტანია, ფინანსური საკითხი გარიგებაში მთავარი არ იქნება.
ჰოლანდიელმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.