"ამ სეზონში "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების მაისურით 30 გოლი გავიტანე. ასე რომ, ჩემთვის სეზონი ძალიან კარგი იყო. იანვრიდან მოყოლებული მეტი თამაში მიწევდა და ვიცოდი, რომ კარგადაც ავთამაშდებოდი, როგორც კი თვითრწმენა გამიძლიერდებოდა. "რეალში" თამაში მსიამოვნებს. ძალიან მიყვარს კლუბის ფანები, ჩვენი სტადიონი. მე აქ ძალიან დიდ ხანს დავრჩები.
"რეალმა" მხოლოდ ჩემპიონატში 102 გოლი გაიტანა. ეს იმათ საყურადღებოდ ვამბობ, რომლებიც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებენ. ეს არის დაცვითი
მოურინიოს უყვარს მოგებები, ასეთი ვარ მეც. მან არა მარტო ჩემს ფეხბურთელად "გაზრდაში" მიიღო მონაწილეობა, არამედ მის ხელში უკეთესი პიროვნებაც გავხდი. მან თავიდანვე მითხრა, რომ ჩემგან ძალიან ბევრს ელოდა, მაგრამ როცა გამიჭირდა, ამის მიღწევაში დამეხმარა კიდევაც. ახლა ძალიან კარგად ვიცი, რა შემიძლია და როგორ ვჭირდები მწვრთნელს. მე ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს, რომ ამ გუნდს ვიმსახურებ. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ძნელია სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება, მაგრამ მე ამისთვის ყველაფერს გავიღებ.
"რეალმა" უკვე სამი ახალწვეული დაიმატა და, მინდა ვთქვა, რომ სამივე კარგი შენაძენია. ისინი აუცილებლად დაეხმარებიან გუნდს მიზნების მიღწევაში. ნური შაჰინი ბუნდესლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ეს უკვე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. საუკეთესოებმა კი "რეალში" უნდა ითამაშონ.
კრიშტიანო რონალდომ 41 გოლი გაიტანა ლა ლიგაში (შენიშვნა: ინტერვიუ "მარკამ" ჩაწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ პორტუგალიელმა 41 გოლი გაიტანა სეზონში და არა 40). ეს ისეთი რეკორდია, რომლის დამხობა ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ წლების განმავლობაში. მის მაგივრად მიხარია, რადგან არა მარტო თავად უყვარს გატანა, არამედ თანაგუნდელებსაც გვარიანად ეხმარება. ჩვენ მოედანზე ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.
რა გეგმები მაქვს მომავალ სეზონში? რა და, "ოქროს ბუცისთვის" უნდა ვიბრძოლო. რონალდომ ხომ უკვე აიღო, მომავალ წელს მე მსურს. რატომაც არა - მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. ჩვენ სუპერგუნდი ვართ. როცა ვიხსენებ, ბოლო სეზონს, ვრწმუნდები, რომ მე ეს შემიძლია. შემდეგი სეზონი უკეთესი იქნება - ყველაფრის მოგება მინდა".