წლეულს, კატალონიურმა გრანდმა ჯერ კიდევ 11 მაისს გაინაღდა ჩემპიონობა, როცა სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ვალენსიაში "ლევანტეს" 1:1 დაუზავდა. სეზონში გადამწყვეტი 23 ნოემბრის "ელ კლასიკო" გამოდგა, როცა "ბარსამ" 5:0 გადაურბინა ჟოზე მოურინიოს "რეალს", ცხრილში გალიდერდა და ამის შემდეგ პირველობა აღარ დათმო. ხოსეპ გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც კლუბს ჩემპიონატი თავისი მოღვაწეობის პირველივე სამ წელს მოაგებინა ზედიზედ.
2010/11 წლების სეზონი ელიტაში აღზევებულმა "რეალ სოსიე
მაშ ასე, მომავალ სეზონში ევროთასებზე ესპანეთს 7 გუნდი წარადგენს: "ბარსელონა", "რეალი" და "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან, "ვილიარეალი" - პლეი ოფიდან. ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებენ "სევილია" და "ბილბაო", მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან - "ატლეტიკო".
"ბარსელონა" მართლაც ღირსეული ჩემპიონია - 38 ტურიდან 26-ში ის ლიდერობდა, 7 ტური "რეალი" იყო ლიდერი, 3 - "ვალენსია", ორიც "ატლეტიკო". სულ 9 კლუბი არ ყოფილა სეზონის განმავლობაში არასოდეს გასავარდნ ზონაში - პირველ 8 ადგილზე გასული და მე-12 ადგილოსანი "რეალ სოსიედადი".
სეზონის პირველი გოლი 28 აგვისტოს გავიდა - "ერკულესთან" მატჩში 45 წუთი და 54 წამი იყო გასული, როცა "ბილბაოს" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა თავი. ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი "სპორტინგის" ფორვარდი დავიდ ბარალია - "ერკულესის" კარში მან 23-ე წამზე გაიტანა. ყველაზე გვიან გოლი "დეპორტივო"-"ვალენსიას" მასპინძელთათვის ავადსახსენებელ მატჩში გავიდა. სტუმართა ფორვარდმა რობერტო სოლდადომ მაშინ გაიტანა, როცა 95 წუთი და 17 წამი იყო გასული თამაშის დაწყებიდან.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო "ბარსელონამ", რომელმაც საბრალო "ალმერია" მისსავე მოედანზე 8:0 მოსრა (20 ნოემბერი). სეზონის პირველი ავტოგოლი ერნესტო გალანმა (ესპანიოლი) გაიტანა, როცა "ხეტაფესთან" მატჩში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (29 აგვისტო).
ჩემპიონატში შესრულდა სამი პოკერი, ორის ავტორი კრიშტიანო რონალდოა: "რასინგთან" (23 ოქტომბერი) და "სევილიასთან" (7 მაისი). ერთი პოკერი რობერტო სოლდადოს ანგარიშზეა - "ხეტაფეს" კარში (2 აპრილი).
სეზონში 11 ჰეთ თრიკი შესრულდა (4 - კრიშტიანო რონალდო; 2 - ლიონელ მესი; თითო - ლუიშ ფაბიანო (სევილია), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი), ემანუელ ადებაიორი (რეალი) და სერხიო აგუერო (ატლეტიკო)).
პირველი ყვითელი ბარათი სეზონში "ერკულესის" ფრანგმა ლეგიონერმა ნოე პამარომ მიიღო, "ბილბაოსთან" მატჩში (28 აგვისტო). იმავე შეხვედრაში გამოჩნდა სეზონის პირველი წითელი ბარათი - გააძევეს "ერკულესის" არგენტინელი მცველი მატიას ფრიტცლერი.
ყველაზე მეტი დრო მსაჯმა "რეალისა" და "სარაგოსას" მატჩს დაამატა - 7 წუთი და 3 წამი. ლა ლიგაში 380 მატჩი გაიმართა და 1042 გოლი გავიდა (2,74 საშუალოდ მატჩში). მოგებათა ყველაზე გრძელი სერია "ბარსელონას" ჰქონდა - 16 მატჩი, წაუგებელი სერიაც - 31. ზედიზედ 11 შეხვედრა ვერ მოიგო "სპორტინგმა", ზედიზედ 7 მატჩი წააგო "ალმერიამ". ყველაზე მეტი მაყურებელი "ბარსელონა"-"რეალის" მატჩს დაესწრო - 98 ათასი. ყველაზე ცოტა კი "ალმერია"-"მალიორკას" - 5 ათასი. საშუალო დასწრება 29,1 ათასი
ლა ლიგის ახალი სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ჩემპიონატი ერთი კვირით ადრე იმიტომ გადმოწიეს, რომ 2012 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი გველის. სეზონის დასრულების შემდეგ ლა ლიგის სამი გუნდი დარჩა უმწვრთნელოდ: კიკე ფლორესი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა, მარტინ ლასარტე - "რეალ სოსიედადს", კონტრაქტი დაუსრულდა "გრეგორიო მანსანოს (სევილია) და აღარ გაუგრძელეს. მათ შემცვლელთა ვინაობა ჯერ უცნობია.
გთავაზობთ, ზაფხულის სატრანსფერო სეზონის გახსნამდე (1 ივლისი) უკვე განხორციელებულ ტრანსფერებს:
თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა
9 მაისი ნური შაჰინი (თურ) დორტმუნდი რეალი 10 მლნ ევრო
15 მაისი მარტინ დემიკელისი (არგ) ბაიერნი მალაგა 3 მლნ.
19 მაისი სილვიო პერეირა (პორ) ბრაგა ატლეტიკო 8 მლნ
19 მაისი ჰამით ალთინტოპი (თურ) ბაიერნი რეალი თავ. აგენტი
20 მაისი დენის სუარესი სელტა მან. სიტი 1 მლნ.
20 მაისი ხოსე ბარკერო ნუმანსია ლევანტე თავ. აგენტი
23 მაისი პიოტრ ტროხოვსკი (გერ) ჰამბურგი სევილია თავ. აგენტი
23 მაისი მანუ დელ მორალი ხეტაფე სევილია 4,5 მლნ.
23 მაისი ხოსე კალეხონი ესპანიოლი რეალი 5,5 მლნ.
23 მაისი ხუან ალბინი (ურუ) ხეტაფე ესპანიოლი 3 მლნ.
23 მაისი ადრიან ლუნა (ურუ) დეფენსორი ესპანიოლი 1,5 მლნ.
24 მაისი ხავიერ ჩიკა ესპანიოლი ბეტისი თავ. აგენტი
24 მაისი დავიდ დე ხეა ატლეტიკო მანჩესტერი 21 მლნ.
25 მაისი პედრო ვასკესი სელტა ვილიარეალი თავ. აგენტი
26 მაისი რიკარდო ლეონი ტენერიფე სპორტინგი თავ. აგენტი
26 მაისი მეჰდი ლასენი (ალჟ) რასინგი ხეტაფე თავ. აგენტი
26 მაისი რენატო დირნეი (ბრა) სევილია ბოტაფოგო თავ. აგენტი
26 მაისი დიეგო კასტრო სპორტინგი ხეტაფე თავ. აგენტი
27 მაისი გაბი სარაგოსა ატლეტიკო 3 მლნ.
28 მაისი რუბენ გონსალესი მალიორკა ოსასუნა თავ. აგენტი
28 მაისი დამიან სუარესი (ურუ) დეფენსორი სპორტინგი 0,6 მლნ.