რონალდო 38 წლამდე ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელი ვალტერ დი სალვო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდოს შეუძლია ერთ დროს მისი თანაგუნდელის, რაიან გიგზის მიღწევა გაიმეოროს და უმაღლეს დონეზე 38 წლის ასაკამდე ითამაშოს.

26 წლის პორტუგალიელი ფორმის პიკზეა, ამ სეზონში მან 40 გოლით ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. მწვრთნელი კი, რომელმაც ზეპირად იცის მისი ფიზიკური მონაცემები, ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ფორვარდი კიდევ 12 სეზონს ითამაშებს დიდ ფეხბურთს.

"კრიშტიანო ყველაზე ძვირადნაყიდი ფეხბურთელია მსოფლიოში. მე კი ვაცხადებ, რომ ის "რეალმა" ძალიან იაფად იყიდა. რონალდო კიდევ დიდ ხანს მოუტანს "სამეფო კლუბს"
წარმატებებს. მისი ორგანიზმი ზეპირად შევისწავლე, უნაკლო ჯანმრთელობა აქვს და ამავე დროს უყვარს მძიმე შრომა. ის ყველაფერს საგულდაგულოდ არჩევს, რას ჭამს, რას სვამს, რამდენ ხანს ისვენებს. მოკლედ, ნამდვილი პროფესიონალია", - განაცხადა იტალიელმა დი სალვომ.

რონალდომ ორი სეზონი გაატარა მადრიდში და 89 მატჩში 86 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული